You are here
სახალხო ფილმი ბევრი ემოციით, ცრემლით და მქუხარე ტაშით – „ექვთიმე” ხალხმა შექმნა კულტურა მთავარი 

სახალხო ფილმი ბევრი ემოციით, ცრემლით და მქუხარე ტაშით – „ექვთიმე” ხალხმა შექმნა

ფილარმონიაში ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ გრანდიოზული პრემიერა გაიმართა. დარბაზი გადაჭედილი იყო, წითელ ხალიჩაზე კი ფილმის მსახიობები იდგნენ.

პრემიერას ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა. ფილმის ჩვენების მერე ჩვენ მსახიობს ლევან ჩხეიძეს გავესაუბრეთ.

-ფილმი ძალიან მომეწონა და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა რეჟისორს, ნიკოლოზ ხომასურიძეს. ეს ფილმი ყველა ქართველმა უნდა ნახოს. ემოციები კარგა ხანს გამყვება. რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ცარიელი ხელებით შექმნეს ეს მართლაც გენიალური ფილმი და ყველას დაანახეს, რომ ძალა ერთობაშია. დიახ, ეს ფილმი ხალხმა შექმნა, თანადგომამ შექმნა.

დარბაზში დიდი ემოცია იყო, ფილმი რომ დასრულდა, ბევრი ტიროდა. ფილმის გადაღება ორ წელზე მეტი გრძელდებოდა, უამრავი პრობლემა შეხვდა რეჟისორს და მაინც ბოლომდე მივიდა. გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.

კიდევ ერთხელ ვიტყვი-„ექვთიმეს“ ფილმი ყველამ უნდა ნახოს.

Comments

comments

Related posts