Home » ექსკლუზივი » ქართველი ლეგენდები სტუმრად „ნიჭიერებთან“ – ეს ჯერ არ გინახავთ…

ქართველი ლეგენდები სტუმრად „ნიჭიერებთან“ – ეს ჯერ არ გინახავთ…

ანა ღლონტი

21 იანვარს –ალიოზ მიზანდარის  სახელობის ხელოვნების N-1 სკოლის დირექტორმა– გელა ფარჩუკიძემ და  პროექტ  „ნიჭიერის“ გამარჯვებულმა ბიჭუნათა კაპელამ, ამავე სკოლის შენობაში უმასპინძლეს ისეთ ცნობილ და ნიჭიერ ადამიანებს, როგორებიც არიან : რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, საოპერო მომღერალი თემურ გუგუშვილი, ევროპის აკადემიის პირველი ქართველი წევრი,მათემატიკოსთა დიდი სკოლის წარმომადგენელი ჰამლეტ მელაძე და სხვები…

ბატონმა გელამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მოკლედ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ერთად გაიარა ნიჭიერ ბავშვებთან , თავის „შვილებთან „ ერთად.. (სწორედ ასე მიმართავს მათ) მერე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მისვლისთვის და აღსაზრდელებს მიმართა:

-“თქვენს ასაკში რომ ასეთ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონოდა, ვიქნებოდი ბედნიერი, რადგან ეს არის საქართველო! ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თქვენამდე მოიტანეს სპორტი, სიმღერა, მხატვრობა, ადამიანობა და გეუბნებიან-შენ გააგრძელე! აფერუმ თქვენს ქალობას და ვაჟკაცობას, თუ ამ ლეგენდა ადამიანების მოტანილ საქმეს თქვენ გააგრძელებთ!”

„ბიჭუნათა კაპელაში“ 160–მდე მოზარდია.

160 ნიჭიერი ადამიანი, 160  ქართველი –რომელთა იმედიც უნდა გვქონდეს!!! ბატონი გელას მიზანი არის  ის,  რომ ახალ თაობას  მინიმუმ კლასიკური მუსიკის სიყვარული გაუღვივოს…მან აღნიშნა ისიც, რომ სრულიად უსასყიდლოდ ხელმძღვანელობენ „ბიჭუნათა კაპელას“.

შეხვედრის ბოლოს ნიჭიერმა  თაობამ ის კომპოზიცია შეასრულა, რომელმაც ისინი  პროექტ “ნიჭიერში” გამარჯვებამდე მიიყვანა.

მოწვეული სტუმრები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და მათ პროფესიულ ზრდასა და წინსვლას უსურვებდნენ…

 რომან რურუამ ამ დიდი საქმის მთავარ ორგანიზატორს,უდიდესი მუსიკოსის ელიოზ მიზანდარის სკოლის ხელმძღვანელს ,ბატონ გელა ფარჩუკიძეს,”ქართული ერთობის დარბაზის” უმაღლესი ჯილდო,მართლაც,სახალხო აღიარების ჯილდო-“პატივგების სიგელი”გადასცა.

ოლიმპიურმა და 5გზის მსოფლიო ჩემპიონმა  რომან რურუამ , ნიჭიერ ახალგაზრდებს კალენდრები გადასცა  და დასძინა: “ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადასარჩენის სხვა გზა არ არსებობსო“..

ვრცელ რეპორტაჟს ჩვენს მკითხველს ხვალ შევთავაზებთ.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პროექტი „ჩვენი ჯარი“ დღეიდან განახლდა

პროექტი „ჩვენი ჯარი“ დღეიდან განახლდა. მეოთხე ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ამჯერად ...