Home » მთავარი » ლიბერალიზმი საზღვრების გარეშე საშიში იარაღია!

ლიბერალიზმი საზღვრების გარეშე საშიში იარაღია!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

გამოხატვის თავისუფლება,წარმოადგენს ფასეულობას რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია,მაგრამ არსებობს ზღვარი რომელიც არ უნდა წაიშალოს…
ზღვარი ,სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პასუხისმგებლობის სახით!
ქართველებს არ ესწავლებათ უცხო ეროვნებისა და სხვა სარწმუნოების ადამიანთა შეწყნარება.
სხვადასხვა აზროვნების,რელიგიის,შეხედულებების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება მაგრამ მაშინ როცა ლიბერალიზმი “ახალი” სახელმწიფო იდეოლოგიის სახით მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ იარაღად გვევლინება გვაპატიეთ მაგრამ გააზრებული,მშვიდობიანი ფორმით ნათქვამი თუ ქმედებით გამოხატული
“- მადლობა მაგრამ ამას არ მივიღებთ” ჩვენი უფლებაა!
ლიბერალიზმი საზღვრების გარეშე თავისუფლება არ არის და არც არასოდეს იქნება!
ლიბერალიზმი საზღვრების გარეშე საშიში იარაღია!

რელიგიურობა ცხოვრების წესია და ნებისმიერ ადამიანს აქვს მისი რეალიზაციის უფლება იმ ზომამდე ,სადაც სხვის თავისუფლებას,სიცოცხლეს,სიმშვიდეს საფრთხის წინაშე არ დააყენებს ამიტომ

ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად ჩვენ იქ ვართ სადაც ჩვენი მეფე დედოფლები,ჩვენი ქვეყნის შვილები დაუფიქრებლად ღვრიდნენ და ღვრიან სისხლს,თმობდნენ და თმობენ სიცოცხლეს.

ფრთხილად, არ დაგვავიწყდეს რომ გუშინ ჩვენი ქვეყნის შვილი ნაწამები და”დაგლეჯილი” დაგვიბრუნეს
ფრთხილად…
ფრთხილად…
ფრთხილად…

დაფიქრება, ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა და სიყვარული გვმართებს.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...