Home » თქვენი სათქმელი » “ვნატრულობ, რომ შენი თვალით დანახული თუნდ წამებით – საქართველო მენახა!”

“ვნატრულობ, რომ შენი თვალით დანახული თუნდ წამებით – საქართველო მენახა!”

თინა თაყაძე

არჩილ ტატუნაშვილს

არაუშავს, შენთვის ეგ არაფერია
უფრო მეტის შეგიძლია დათმენა.
ამ ქვეყანას, ყველა კი ვერ შეელია
შენ შეძელი მტრის მახვილს შეჯახება.

ერი შფოთავს?
ეჰ, ნეტავი შფოთავდეს და
ნეტავ სურდეთ სიყვარული ქვეყანის…
საქართველოს ერთეული შეელია
დანარჩენნი ვერ იგებენ:
-ნეტავ რის?
რის გულისთვის შეგიძლიათ შეაგებოთ
ოკუპანტის სისასტიკეს სხეული…

არაუშავს, მათთვის ეგ არაფერია
შენთვის იყო საქმე გამორჩეული.

ნეტავ იმ დღეს მტრები როცა გაწამებდნენ
შენ ქართველურ სიმტკიცეს რომ იჩენდი
შენი გული რომ ვერ დაიმორჩილეს და :
-დაგამარცხებთ!!! – სამშობლოს იფიცებდი…
ნეტავ იმ დღეს ვერ სიცოცხლის მოლოდინში
სხეულზე რომ გადახედე ქვეყანას
ვნატრულობ, რომ შენი თვალით დანახული
თუნდ წამებით – საქართველო მენახა!

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...