Home » მთავარი » თბილისში მინსკის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

თბილისში მინსკის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ ანდრეი შორეცმა თბილისში მინსკის დღეები საზეიმოდ გახსნეს.

კახა კალაძემ კონცერტზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, მინსკსა და  თბილისს შორის  დაძმობილების ხელშეკრულება 3 წლის წინ გაფორმდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისივე თქმით, ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.

სიტყვით გამოსვლისას ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა.

კონცერტზე, რომელიც რუსთაველის თეატრში ჩატარდა, ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ორკესტრის გალა-კონცერტი გაიმართა.

 

თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. ორმა ქალაქმა დაძმობილების გადაწყვეტილება მეგობრული და დინამიური პარტნიორული კავშირების გათვალისწინებით მიიღო.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...