Home » მთავარი » რატომ მივიდა პატრული თბილისის N75-ე ბაგა-ბაღში

რატომ მივიდა პატრული თბილისის N75-ე ბაგა-ბაღში

თბილისის N75-ე ბაგა-ბაღმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა, რომლებმაც ბაღის აღსაზრდელებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს.

სტანდარტული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემის – „ტრანსპორტი“ სასწავლებლად, ბაღის აღსაზრდელებისათვის რეალურ სივრცეში შეიქმნა საგზაო მოძრაობის სიმულაცია, სადაც ბავშვები იყვნენ როგორც ქვეითები, ისე მგზავრები. მათ ისწავლეს თუ როგორ უნდა გადაკვეთონ გზა, რა მოეთხოვება ქვეითს, როგორ მუშაობს შუქნიშანი და რა მნიშვნელობა აქვს საგზაო მონიშვნებს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის, ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ნიშნები აღსაზრდელებთად ერთად მოხატა, საპატრულო ეკიპაჟმა კი საგზაო მოძრაობისათვის დამახასიათებელი ინვენტარი განათავსა. ამავე თემის ფარგლებში, ბაღის ეზოში ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინეს.

სიმულაციურ სწავლებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო, რომელმაც საპტრულო ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისთვის საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებისჩატარებისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...