Home » მთავარი » “ვინ არის ის 66 დეპუტატი, ვინც ამ კრეტინიზმს მხარი დაუჭირა?!.”

“ვინ არის ის 66 დეპუტატი, ვინც ამ კრეტინიზმს მხარი დაუჭირა?!.”

66/14 – პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამ საკითხს პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე ეხმიანება და აცხადებს:

-საქართველო რომ მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად არის გადაქცეული, ამაზე არავინ დაობს.
სიტუაცია იმდენად კომიკურია,რომ კარგად იცინებდა ადამიანი,ეს ყველაფერი ჩვენ რომ არ გვეხებოდეს.
რუსეთთან ხომ ომი გვაქვს,.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკის მთავრობამ ომი გამოუცხადა ლიბერალიზმს და სოროსს.
შეგახსენებთ,რომ დიდწილად სწორედ სოროსიანელებითაა დაკომპლექტებული საქართველოს ხელისუფლება.
თურქეთში ისლამიზაცია მიდის,ჩრდილო კავკასიაში სალაფიზმი მძვინვარებს,.

ამ დროს კი პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი გენდერული კვოტირების შესახებ.

ეს მარგინალური ლიბერალიზმის “გენდერული თეორიის” ცხოვრებაში გატარების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნ აბიჯი იქნება,ტრამპი ნარკორეალიზატორების სიკვდილით დასჯას ითხოვს-ესენი კიდევ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე ლაყბობენ.

თურქეთი და აშშ სირიაში სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე არიან, რუსეთი და თურქეთი რეგიონს ინაწილებენ,

მ დროს მედიებში ექსპერტები ბრძნული სახეებით პასუხობენ კითხვას იმის შესახებ,რუსეთი გვირჩევნია თუ თურქეთი, ან კიდევ როდის მიგვიღებენ ნატოში.

მოკლედ, ამ ჩვენს ფორპოსტს მართვა დაეკარგა,გემი უგზოუკვლოდ დაბოდიალობს ზღვაში და ეკიპაჟი მგზავრებს ატყუებს,თითქოს გზა იცოდეს,თანაც ჩუმჩუმად მაშველი ნავებისკენ იპარება.

P,S.

საინტერესოა ვინ არის ის 66 დეპუტატი,ვინც ამ კრეტინიზმს მხარი დაუჭირა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში ...