Home » მთავარი » “მადლობას ვუხდი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას”

“მადლობას ვუხდი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას”

გიორგი კვირიკაშვილი – მადლობას ვუხდი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის

ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე.

კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.

ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.

მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის.

Facebook Comments
x

Check Also

დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ე.წ. კლასტერი ცნობილია

ყველა ის პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხუთ კლინიკაშია გადაყვანილი და ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. ...