Home » მთავარი » ღირსების ორდენი ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის

ღირსების ორდენი ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

“ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს, რითიც მისივე ანდერძი შესრულდა.

 

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში მოკლეს და ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი ცხედარი მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...