Home » ინტერვიუ » „აფხაზი ახალგაზრდები ნელ-ნელა ხვდებიან რა მოხდა და ყინული იძვრება, ამიტომ ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ…“

„აფხაზი ახალგაზრდები ნელ-ნელა ხვდებიან რა მოხდა და ყინული იძვრება, ამიტომ ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ…“

ზურა ხვიჩია

ოკუპირებული ტერიტორიები…ტკივილი…მოლოდინი…იმედი და  ნაბიჯები…

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი აფხაზეთში ჩასვლას და კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით ყველამ თითო აგური უნდა დადოს ჩატეხილი ხიდის აღსადგენად.

ამ თემაზე სასაუბროდ GmTV დათო ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

სოხუმში ჩასვლაზე ალაპარაკდით. ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე და მიიღეთ , თუ არა რაიმე პასუხი აფხაზეთიდან?

მე მაქვს 30 სტუდენტთან ურთიერთობა  მე ამ პროექტს ვანხორციელებ საპატრიარქოსთან ერთად.

-მე ძალიან ბევრ მათგანთან ვმეგობრობ და ზაფხულშიც გადმოდიან, მაგრამ მე ვერც მათ სახელებს ვიტყვი და ვერც ფოტოებს გამოვამჟღავნებ, რადგან არ შეექმნათ პრობლემები , ჩვენ ზაფხულში ერთად ვისვენებთ და მე მაქვს მათთთან ურთიერთობა.  ახალგაზრდები უკვე ხვდებიან და იციან რა მოხდა.   ჩვენი ეს ურთიერთობა დგება ნელ – ნელა. ბევრმაც გადმოიტანა საბუთები და აქ სწავლობს .  მე პირადად კულტურის პალატას და ხელოვან ადამიანებს ახალგაზრდათა გარკვეულ ჯგუფებთან გვაქვს  ურთიერთობა და რაც მთავარია ეს ურთიერთობა ფართოვდება.

მზად ვარ , რომ ჩავიდე და ამ საკითხზე ვმუშაობ,  ამას მე პიარისთვის არ ვაკეთებ.  კიდევ გეუბნებით, ჩვენ გვაგვს ურთიერთობა 30 სტუდენტთან, რომლებიც ზაფხულობით ჩამოგვყავს და რამდენიმე მათგანმა საბუთებიც კი გადმოიტანა თბილისში და აქ აგრძელებს სწავლას.

მე მაქვს 30 არაჩვეულებრივ , ჩემი შვილის ტოლა , ახალგაზრდასთან ურთიერთობა და სწორედ ამ ახალგაზრდების ინიციატივა იყო , რომ მე ჩავსულიყავი მათთან და გამეცნო მათი მშობლები,  უბრალოდ მათ სახელებს არ ვიტყვი , რადგან პრობლემები არ შეუქმნას ჩემმა გამონათქვამებმა…

სამოქალაქო დიპლომატიას დიდი ძალა აქვს. ყველამ თითო აგური მაინც უნდა დადოს,აბა უმოქმედობით რა გამოვა? აფხაზეთი საქართველოა, საუბრით, დიპლომატიით მჯერა ყინული დაიძვრება, უნდა ვცადოთ, თორემ მხოლოდ ვაი-ვიშით და ტყუილი ბოლის გამოშვებით არა მგონია სასურველ შედეგამდე ოდესმე მივიდეთ.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...