Home » მთავარი » “გენდერული კვოტირების შესახებ“ – მიმართვა პარლამენტს

“გენდერული კვოტირების შესახებ“ – მიმართვა პარლამენტს

საზოგადოების ჯგუფი პარლამენტს მიმართვას უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!
საქართველოს პარლამენტში ფემინისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო კანონპროექტი: “გენდერული კვოტირების შესახებ“. სადაც საუბარია, რომ საარჩევნოდ სიებში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, რათა პარლამენტში (ამჯერად) მამაკაცთა და ქალთა წარმომადგენლობა ხელოვნურად გათანაბრდეს.
ქალბატონების ჩართვას პოლიტიკაში მივესალმებით, თუნდაც პარლამენტში უმრავლესობა ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ არა ხელოვნური კვოტირებით.
პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
შესაბამისად, ადამიანები პარლამენტში ღირსებით, ცოდნით, პროფესიონალიზმით, დამსახურებით და პიროვნული თვისებების მიხედვით უნდა მოხვდნენ. აქედან გამომდინარე გაუგებარი, აბსურდული და ალოგიკურია სქესის ნიშნით, ხელოვნურად შექმნილი გენდერული ბალანსით პარლამეტის დაკომპლექტება! ამასთან, აღნიშნული კანონი წინააღმდეგობაში მოდის არჩევითობის უმთავრეს პრინციპთან, ვინაიდან გამოარჩევს ადამიანებს სქესობრივი ნიშნით და შეუსაბამოა ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფალი არჩევანის პრინციპთან.
23 მარტს პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის კენჭისყრაზე ჩაგდების მიუხედავად, უახლოეს დღეებში პარლამენტი აპირებს კვლავ იმსჯელოს ამ საკითხზე. აღნიშნული კანონის დღის წესრიგში დაყენება არ გამომდინარეობს არც ქვეყნის ინტერესებიდან და არც ქვეყანაში არსებული უმძიმესი პროლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ხოლო გადაწყვეტილება, კანონის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ნათელს ხდის, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს გარკვეული ძალების მიერ მორიგი ზეწოლის მცდელობას.
მოგიწოდებთ, მხარი არ დაუჭიროთ აღნიშნული ანტისახელმწფოებრივი კანონპროექტის რეალიზებას საკანონმდებლო სივრცეში.

პატივისცემით:

ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
სოსო მანჯავიძე (პოლიტოლოგი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)
დავით თევზაძე (პროფესორი, გენერალ–ლეიტენანტი)
ნუკრი მჭედლიშვილი (ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
მარინა კაჭარავა (ფსიქოლოგი)
გელა ფარჩუკიძე (მუსიკოსი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
კახა ჭიჭინაძე (ბიზნესმენი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
მერაბ ურუშაძე (პროფესორი)
ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)
როლანა ნიჟარაძე (აფხაზეთის მთავრობის აპარატი, მინისტრის მრჩეველი)
გუჯა შვანგირაძე (დრამატურგი)
გიორგი გიგაური (ჟურნალისტი)
მერაბ შათირიშვილი (მწერალი)
ზაურ ნაჭყებია (ჟურნალისტი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
გიორგი გერმანიძე (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი)
გურამ ფალავანდიშვილი (ფილოლოგი)
გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი)
გიორგი გვერწითელი (ექიმი)
ნათია გოგიტაძე (გეოლოგი)

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...