Home » მთავარი » „მომავლის გზა“ გაუგებრობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

„მომავლის გზა“ გაუგებრობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

დღეს სააგენტოში მოქალაქემ დარეკა და გვითხრა, რომ კლდიაშვილის ქუჩაზე საქმელმოქმედო ფონდმა „მომავლის გზამ“ საქველმოქმედო აქციის დროს ვადაგასული „იოგურტი“ დაარიგა.

ქალბატონმა მისი სიტყვების დასადასტურებლად აქციაზე დარიგებული ფლაერი და იოგურტი მოგვაწოდა.

ჩვენ ფონდის ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს დავუკავშირდით.

-„ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვაკეთოთ სიკეთე!“ საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა ეტაპობრივად გადის ხალხში მეგობრებთან ერთად  და მის ხელთარსებულ ტკბილეულს არიგებს.

აქციის მიზანმიმართულებაა ,,გვიყვარდეს, ვიზრუნოთ, თანავუგრძნოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ვაკეთოს სიკეთე”!

აღნიშნული აქცით საზოგადოებას ვუგზავნით მესიჯს სხვადასხვა საქველმოქმედო საჭიროებებზე  ,,სიყვარულისთვის, თანაგრძნობისთვის ერთმანეთზე ზრუნვისთვის და სიკეთისთვის”! აქცია განსაკუთრებულად ამაღელვებელი და პოზიტიურია საზოგადოებისთვის.

აქცია დაიწყო 1 მარტს. ამ ეტაპზე დარიგდა იოგურტი სხვადასხვა ტაძრებში, წითელი ჯვრის მოხუცთა თავშესაფარში, ფონდის ბენეფიციარ ოჯახებზე და სხვა სოციალურად დაუცველებისთვის და ქუჩაში ჩვეულებრივი მოსახლეობისთვისაც.

აქცია დასრულდა დღეს, 26 მარტს. აღნიშნულ სიკეთეს მოჰყვა მცირედი გაუგებრობა მოხალისეებმა გასცეს რამოდენიმე დღით ვადაგასული იოგურტი. რისთვისაც ფონდი მომავლის გზა დიდ ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომელთაც შეხვდათ ვადაგასული პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ აქცია დაიწყო პირველ მარტს და დასრულდა დღეს, 26 მარტს, შესაბამისად ზოგ პროდუქტს გაუვიდა ვადა, რომელიც არ უნდა დარიგებულიყო და შემთხვევით მოხდა ხალხში გაცემა.

კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს ტექნიკური შეცდომისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

“დღეს ისევ მაქვს შეხვედრები ევროპარლამენტში, იმედია ხვდებით, როგორი ყურადღებით იყურებიან საქართველოსკენ…”

ანა ბალამწარაშვილი ბელგიის სამეფოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბელგიაში ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამაარსებელი საქართველოში ემიგრანტთა სახლის ...