You are here
ყურადღება! ცვლილებაა! ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ ეკონომიკა მთავარი 

ყურადღება! ცვლილებაა! ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის ვალდებულება – საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს აფრთხილებს.

-“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. 

ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას”-ნათქვამია განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: nonbank@nbg.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 2 406 406

Comments

comments

Related posts