Home » მთავარი » ფოტოგამოფენა „სამშობლოსათვის“ – ნაომარ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვეფეროთ

ფოტოგამოფენა „სამშობლოსათვის“ – ნაომარ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვეფეროთ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომელთათვისაც ძვირფასია სამშობლოს სიყვარულის განცდა, რომლებიც პატივს სცემენ წარსულს, რომლებსაც სურთ, მეტი გაიგონ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესახებ, რომლებიც მზად არიან, დაიცვან სამშობლო ნებისმიერ დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, 29 მარტს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნება ფოტოგამოფენა „სამშობლოსათვის“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის ვ.გზირიშვილის სახელობის 173-ე და გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები და ვეტერანები.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე მეომრების წარმოჩენასა და დაფასებას, საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, უახლოესი წარსულის გაცნობას. აგრეთვე, იმ ადამიანების პოპულარიზაციას, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად შემოგვინახეს ეს ისტორიული კადრები.

გამოფენაზე გამოტანილი იქნება სერგო ედიშერაშვილის, გურამ მგალობლიშვილის, ივანე შლამოვის, გოგა შარაშენიძის, გოგი ცაგარელის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ბორის სოკოლოვის, ფელიქს კრიმსკისა და სხვა ომის ფოტოგრაფთა მიერ საომარი მოქმედებების ზონაში გადაღებული ფოტოები.

მეგობრებო, მობრძანდით და დაათვალიერეთ ეს უნიკალური კადრები. მადლობა ვუთხრათ მათ ავტორებს. დავუფასოთ თავდადება და პროფესიონალიზმი. ნაომარ ადამიანებს კი კიდევ ერთხელ მოვეფეროთ.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...