Home » მთავარი » „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხვალ რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხვალ რეგიონულ კონფერენციებს გამართავს

31 მარტს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მცხეთაში, გორსა და ახალციხეში რეგიონულ კონფერენციებს გამართავს.

კონფერენციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კონფერენციები 12.00 საათზე, მცხეთაში, კულტურის ცენტრში „სვეტი“, 14.00 საათზე გორის თეატრში, 18.00 საათზე კი ახალციხის თეატრში გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...