Home » მთავარი » “დოკუმენტის მიღება უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და თითოეული თბილისელისათვის”

“დოკუმენტის მიღება უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და თითოეული თბილისელისათვის”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, მიიჩნევს რომ  დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად საფუძველს, რომელზეც უნდა მოხდეს შემდგომი რეგულაციებისა და ნორმების აგება.  აღნიშნული დოკუმენტის მიღება უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და ქალაქში მაცხოვრებელი თითოეული თბილისელისათვის.

ბიძინა გეგიძის განცხადებით „გენერალური გეგმის მიღების პროცესი დიდი ხანია გრძელდება და საზოგადოება ელოდება შედეგებს. აუცილებელია, მოხდეს გონივრული ვადის განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რამდენადაც, დღესდღეობით ვიმყოფებით ცაიტნოტის რეჟიმში”.

ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მოახდენს გადაწყვეტილების მიღების დროის ოპტიმიზაციას გამართული დოკუმენტის მიღების მიზნით და თავიდან იქნება აცილებული მორიგი  მოლოდინის რეჟიმი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ მოცემულობაში, კერძოდ დებატების ფორმატში დარჩენა და მხოლოდ კერძო პოლიტიკური დივიდენდების მიღებისათვის ყველა სიტუაციის გამოყენება არ იქნება შედეგის მომტანი.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...