Home » ექსკლუზივი » ფერეიდნელებმა ქართული კერძების მომზადება შეისწავლეს (ვიდეო)

ფერეიდნელებმა ქართული კერძების მომზადება შეისწავლეს (ვიდეო)

უკვე ორი წელია, რაც ფერეიდანელ ქართველთა ჯგუფები საქართველოს ქართული ენისა და სიმღერების შესასწავლად სტუმრობენ. პროექტის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“  თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

პროექტის ყოველი ეტაპი ამაღელვებელი და საინტერესოა. გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები 2 თვის განმავლობაში ქართულ ენასა და ისტორიას დიდი ინტერესითა და მონდომებით ეცნობიან, ამავდროულად სამშობლოში ვიზიტისას, საინტერესო ექსკურსიების ფარგლებში, მათ აქვთ შესაძლებლობა თავად მოინახულონ ქართული ისტორიისა და კულტურის ძეგლები.

ამჟამად თბილისში მყოფი ფერეიდნელები დამატებით ქართული კერძების მომზადებას სწავლობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახლაც, როგორც წინა რამდენიმე ჯგუფის სწავლების პროექტს აფინანსებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

ქართული კერძების შესწავლაში ზვიად ტომარაძის პროექტს რესტორანი “პელაგონი” შეუერთდა,

დღეს კი სლოგანით “ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ” რესტორან “პელაგონში” დასრულდა მასტერკლასების პროექტი. ფერეიდნელი ქართველები  გულისყურით უსმენდნენ ქალბატონი ამალიას მითითებებს და თავად იღებდნენ კერძის მომზადებაში მონაწილეობას!

აქვე შეგახსენებთ:

3 აპრილს, სამშაბათს, 19:00–ზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გაიმართება მე–7 პროექტის: “ქართული ენის შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება.
ფერეიდნელები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

პროექტის მედია პარტნიორია GmTV (www.gmtv.ge)

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...