Home » მთავარი » ქართველი მოკრივეების ისტორიული შედეგი ევროპირველობაზე

ქართველი მოკრივეების ისტორიული შედეგი ევროპირველობაზე

ქართველ მოკრივეთა ისტორიული შედეგი ევროპირველობიდან: ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს მოკრივეთა 22-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა რუმინეთში, ქალაქ ტირგუ  ჟიუში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობაზე სულ 8 ქართველი მოკრივე გამოვიდა და აქედან 4-მა მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ ყოფილა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ლაშა გურული (64 კგ), ვინც თურქ ტურგულხან ერდერიმს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ლაშამ, შარშან 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი ევროპირველობის ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს – სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და გიორგი ხარაბაძემ (75 კგ). ბრინჯაოს მედალი ოთარ ნავერიანის ანგარიშზეა (60კგ).

ნავერიანი ნახევარფინალში ბელარუს დმიტრი ასანაუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ავტომატურად გაინაღდა. საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც შალვა დუნდუა გახლავთ თბილისში დღეს 16:25 საათზე დაბრუნდება.

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...