Home » F-vews » “არაფერს არ ვიმჩნევთ!..აი მერე, ბოლოჯერ დავიღრიალოთ ყოფილმა ქართველებმა…”

“არაფერს არ ვიმჩნევთ!..აი მერე, ბოლოჯერ დავიღრიალოთ ყოფილმა ქართველებმა…”

” სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს”-სახალხო დამცველის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ლევან შერმადინი ეხმიანება:

-ვაშა მერე, ჯერ ჩუმად, ჯერ ჩუმად ერო !

არაფერს არ ვიმჩნევთ, არაფერს არ ვამბობთ…

ქვეყანა რო ჩამოიშლება ბოლოს ერთი დიდი ხმა ექნება და ჩვენც მაშინ ავყვეთ, ავხმაურდეთ, ბოლოჯერ დავიღრიალოთ ყოფილმა ქართველებმა, სიმბოლურად ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ მიწის ნაგლეჯზე ერთი კაი ,,შვედსკი სტოლი” გავშალოთ, ორი ჭიქა ,,ვისკი” დავლიოთ, ,,დიჯეის” ,,ჰაუსებზე” ,, გაბღლენძლებმა” ერთიმეორეს კანაფის ბოლში ,,ზასაობა” შევთავაზოთ, ( სქესის და ნათესაობრივი კავშირების განურჩევლად) მერე ბედნიერი სახეებით ვისხდეთ გათენებამდე და რო გათენდება ისევ დაღამებას დაველოდოთ წინა ღამის ,,ტუსოვკა” და თავდავიწყების ,,ფართი” გავამეოროთ…
წლების მერე ბავშვის აყვანას რო მოინდომებენ იმედია სუროგატის სახით ქვეყანაში ერთ ცოცხალ მდედრს მაინც იპოვიან …
ვაშა მერე, ჯერ ჩუმად, ჯერ ჩუმად ერო !

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...