Home » მთავარი » “…ყველაფერი წარმავალია, მათ შორის ირაკლი კობახიძე…”

“…ყველაფერი წარმავალია, მათ შორის ირაკლი კობახიძე…”

ნუკრი ქანთარია ირაკლი კობახიძის შესაძლო იმპიჩმენტს არ ადასტურებს. ,,მაგრამ, მარადიული ხომ არაფერი არ არის, ყველაფერი წარმავალია“,- განუცხადა „2020NEWS“-ს „ქართული ოცნების ძველმა სახემ“ ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი უმრავლსობაში არ განიხილება, თუმცა რა იქნება უახლოეს მომავალში, ჯერ არ იცის.

,,არა, ნამდვილად ვერ დავადასტურებ ასეთი საკითხის განხილვას. ამ ეტაპზე კონკრეტული ქმედებები და ლაპარაკი უმრავლესობაში არ მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს! მომავალში რა იქნება არ ვიცი“,- განაცხადა ქანთარიამ.

როგორ ცნობილია, მედიაში აქტიურად განიხილება კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი.

“2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საბოლოო პასუხს უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილისგან ელოდება.

ირაკლი კობახიძე კახი კალაძის გუნდის წევრია.

წყარო: 2020NEWS

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს ...