Home » მთავარი » “…ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად”

“…ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზასა და ბესარიონისუკვდავი სული. ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...