Home » მთავარი » “იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული”

“იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული”

ხარების დღესასწაულზე სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს უწმინდესმა მიმართა:

– ,,ეს დღე იმდენად დიდია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას ,,გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა! ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე. შევთხოვთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სულიწმინდა მოვიდეს ,,ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.” ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს” – ბრძანა პატრიარქმა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის ძალები ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით პირველად მომარაგდება

თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის ...