Home » მთავარი » “ყელში ამოვიდა ყოველ დღე რომ გვაჩმორებენ!” – ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

“ყელში ამოვიდა ყოველ დღე რომ გვაჩმორებენ!” – ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი და სტუმრად მყოფი თბილისის მკვიდრი თეიმურაზ კაზიევი ცოტა ხნის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.

ამ წუთებში სოფელ აძვში დავით ქაცარავა მიემართება. ის ზუსტად იმ ეკლესიაში მიდის, საიდანაც ჩვენი თანამოქალაქეები გაიტაცეს.

-“გააზიარეთ ყველამ ეს ვიდეო, მიუხედავად დღესასწაულებისა, დავდგეთ ერტად და ვაიძულოთ ოკუპანტი დააბრუნონ ჩვენი მოქალაქეები. დავდგეთ ერტად და მტერს ვაჩვენოთ ჩვენი დიდი ძალა. ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა მნიშვნელოვანი საქმეების გარშემო. მაპატიეთ ემოცია, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. არ გავატარებთ რუსეთის მანქანებს, სანამ არ დაგვიბრუნებენ ჩვენს მოქალაქეებს. ვაჩვენოთ რუსს კბილები და ერტად დგომის ძალა”-აცხადებს ქაცარავა.

ისევ გატაცება!!!!!!!!!!!საოკუპაციო ზოლი, სოფ.აძვი!!!!!!

Gepostet von დავით ქაცარავა am Samstag, 7. April 2018

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...