Home » მთავარი » “კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს…”

“კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს…”

“იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს. ინფორმაცია 1 tv-ი ავრცელებს.

ფოფხაძის თქმით, უმრავლესობიდან წასვლა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უმრავლესობის წევრობა არაფერს აძლევს.

“იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, რომ ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო. ხუთი წელი აქ ვიყავი და მეგონა, რაღაცაზე პოზიტიური გავლენა შემეძლო. თუ ამას ვეღარ ვხედავ, საუბარი ჩემზე აღარ არის. საუბარია იმაზე, ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები რას გვთავაზობენ, ვისთან ერთადაც ბრძოლა გამოვიარე. ამ ადამიანებთან მორალური ვალდებულებები მაქვს და უნდა გავერკვეთ იმაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით მიდის და როგორ მიდის. თუ დავინახავ, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხების მიღების თეორიული შანსი მაინც არის, მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციაში ვიყო, თორემ, მგონია, რომ უმრავლესობის წევრობა ამ ეტაპზე არაფერს მაძლევს“, – დასძინა  ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე მასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა, ყველაფერი გაამარტივოს, გედევან ფოფხაძე ცუდი ადამიანი გამოვიდეს და პროცესი ამით დამთავრდეს – აი, ერთი ადამიანია, რომელიც კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს, მოდით, ეს ერთი ადამიანი მოვიშოროთ და მერე მეგობრული ცხოვრება გავაგრძელოთ. ამ ვითარებას ასე მარტივად არ ვუყურებ, რადგან არ მგონია, ეს სწორი იყოს. უმრავლესობაში ვიქნები თუ არა, ამით ეს ქვეყანა არ დაიქცევა. ქვეყანა არც ჩემი იქ ყოფნით არ აშენდება და არც ჩემი წამოსვლით არ დაიქცევა. სჯობს, პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმაც სხვა რაღაცებზე იფიქრონ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

წყარო: imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...