You are here
“ციფრული ფული” და ფინანსური სექტორის ევოლუცია ეკონომიკა მთავარი 

“ციფრული ფული” და ფინანსური სექტორის ევოლუცია

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ბოლო 10 წელიწადში კრიპტოვალუტის ინდუსტრია (განსაკუთრებით ბიტკოინი) სწრაფად განვითარდა და მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა კერძო და სამოქალაქო სექტორს, თუმცა პრობლემები შეუქმნა მთავრობებს. ერთი მხრივ, კრიპტობაზარი სიცოცხლისუნარიანი და მაღალრენტაბელურია, მეორე მხრივ კი, მისი ძირითადი “ნაყოფი” კრიპტოვალუტა არის რისკიანი, არასტაბილური, სპეკულაციური და განვითარებადი კლასის აქტივი.

თეორიულად, კრიპტოვალუტა ჯანმრთელი და გარანტირებული აქტივია, პრაქტიკულად კი, სპეკულაციური “საპნის ბუშტია”. თუ საწყის ეტაპზე მისი პირველი ამთვისებელი იყო ინოვატორი და რისკიანი მომხმარებელი, დღეს მას ფლობს ფართო საზოგადოება.

ციფრული ბაზრის უკანასკნელი პერიოდის „უმნიშვნელოვანესი ნაყოფია“ კრიპტოვალუტა, რომელიც  საზოგადოებასდა ბიზნეს  სექტორს ხელსაყრელობას სასარგებლო პირობებსა და მრავალფეროვან ფინანსურ
  სარგებელს წარუდგენს.

გამოვიდა სამეცნიერო პოპულარული ხასიათის ბროშურა სახელწოდებით “ციფრულ ფული”
https://www.scribd.com/document/369979599/ციფრული-ფული

დაინტერესებულ პირებს ეს ბროშურა საკმაოდ ბევრ ინფორმაციას მისცემს და კითხვებზე პასუხიც ამ ნაშრომში შეგიძლიათ მიიღოთ.

ციფრული განვითარების გზაზე ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას. თუ ბოლო წლებში სახელმწიფოს აღორძინება-განახლების გასაღები მმართველობითი და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნაში მდგომარეობდა, ახლა არსებული სახელმწიფო გარემო საჭიროებს რესტრუქტურიზაციას.

Comments

comments

Related posts