Home » ინტერვიუ » “21-ე საუკუნის მეკობრეობა რუსეთის მხარდაჭერით” – ეს უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს!

“21-ე საუკუნის მეკობრეობა რუსეთის მხარდაჭერით” – ეს უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს!

სააგენტოზე გენერალ ამირან სალუქვაძის „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ

იხ.

http://www.gmtv.ge/38373-2/

ჩვენ თავად სამხედრო ანალიტიკოსს ერთი კითხვით დავუკავშირდით.

კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს საოკუპაციო ზოლთან?

-რა უნდა გავაკეთოთ და:
1. კარგად გადავხედოთ ამ სტატისტიკას (2016-17 აკლია. ოდნავ ნაკლებია 2015-ზე, თუმცა იგივე ციფრებია 200-300 კაცი წელიწადში) და შევეშვათ ხალხის მოტყუებას, თითქოს ადრე არ იტაცებდნენ და ამ ხელისუფლების დროს დაიწყეს. შემდეგი ხელისუფლების დროსაც გააგრძელებენ, თუ სიცრუეს და ერთმანეთთან კინკლაობას გავაგრძელებთ.

2. “21-ე საუკუნის მეკობრეობა რუსეთის მხარდაჭერით” – ეს უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვკივივართ, რომ ამ ხელისუფლების უსუსურობის გამო იტაცებენ ხალხს.

3. როცა დაიწყეს მავთულხლართების გავლება, წლების წინ, მაშინ დავწერე: ჩვენ გავავლოთ საკონცენტრაციო ბანაკის ღობე და დავაწეროთ “საოკუოაციო საზღვარი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”. არავინ აიტაცა. ე.ი. მცდარია ჩემი წინადადება.

4. მეოთხე გზა ომია. ვიომოთ. ეს იმათ გასაგონად, იოგებს რომ იფხრიწავენ.

5. ყველა გამტაცებლის დასჯა, თუნდაც ასი წლის შემდეგ..

იცით რაშია საქმე, ვინც რა არ უნდა თქვას, იგივე გაგრძელდება, უბრალოდ დააკვირდით – კარგი თემაა პოპულიზმისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...