Home » მთავარი » „დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია და არ დავძაბოთ მდგომარეობა!“

„დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია და არ დავძაბოთ მდგომარეობა!“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ბელიაშვილის ქუჩაზე  სტუდენტ ნიგერიელებსა და საქართველოს მოქალექეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს  და ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დაირღვეს. ის ყველას მოუწოდებს გადამეტებული კომენტარებისგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიებას.

-„ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სტუდენტი ნიგერიელებისა და საქართველოს მოქალექეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით. ხოლო დაწყებული გამოძიების სრულყოფილად დასრულებამდე ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე მასმედია და ზოგიერთი მოქალაქეები რატომღაც ნაჩქარევად საქართველოს მოქალაქეებს ვარაუდობენ დამნაშვეებად, რაც ერთის მხრივ ეს უდანაშულობის პრეზუმციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ ასეთი ცალმხრივი ინფორმაციები საზოგადოებისათვის მიწოდება საზოგადოებრივი აზრის არასწორად ჩამოყალიბებასა და მიმდინარე გამოძიებაზე ზეწოლად შეიძლება შეფასდეს, აუცილებელია მასმედიამაც და მოქალაქეებმაც დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რომელმაც სრულად და ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და დამნაშავე პირების მიმათ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიება, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ისინი, ამასთანავე ვიცნობ რა ქართულ სტუმართმოყვარე, ტოლერანტულ ბუნებასა და კეთილ დამოკიდებულებას სტუმრისადმი რაც ქართულ გენს ოდიდგანვე მოგვსდევს.

შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნული კომფლიქტი შეიძლება უკავშირდებოდეს კანის ფერს ან რასისტულ ნიადაგს, რაზედაც უცხოელები ამახვილებენ ყურადღებას, ჯერ მთავარია რეალურად დადგინდეს ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ამიტომაც ყველამ დაველოდოთ სრულყოფილ ობიექტურ გამოძიებას დასრულებას და ნუ ვიჩქარებთ ნაადრევად დასკვნების გამოტანას“ -აცხადებს თევზძემ.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...