Home » ექსკლუზივი » დამოუკიდებელიმა ექსპერტიზამ გამორიცხა და გააბათილა სამხარაულის დასკვნა, ექიმი მაინც პატიმრობაში რჩება!

დამოუკიდებელიმა ექსპერტიზამ გამორიცხა და გააბათილა სამხარაულის დასკვნა, ექიმი მაინც პატიმრობაში რჩება!

ვაგრძელებთ „მერკვილაძის საქმის“ მასალების საზოგადოებისთვის მიწოდებას. ვინც ჯერ კიდევ არ იცით საქმის არსი, იმისთვის, რომ  უფრო კარგად გაერკვეთ დეტალებში, იხილეთ წინა მასალა.

http://www.gmtv.ge/38334-2/

მოგეხსენებათ ვ. მატინოვას გვამის გაკვეთა განხორციელდა სახელმწიფო უწყების, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ფილტვის არტერიის შიდა ტოტების თრომბოემბოლია დასახელდა, ამავე უწყების კომისიურმა ექსპერტიზამაც არაჯეროვნად შეაფასა ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება, რომლის შემდგომაც მოხდა მეან გინეკოლოგის დადანაშაულება და ბრალის წაყენება. ექიმი დარწმუნებული იყო მის მიერ გაწეული ყველა სამედიცინო მანიპულაციის სისწორეში, ეროვნული პროტოკოლების ზუსტი დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ობიექტურობის დადგების მიზნით ირაკლი მერკვილაძის ადვოკატმა მიმართა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრს, რათა სრულყოფილად მომხდარიყო კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ექსპერტიზა. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვექტორის მიერ განხორციელდა 22 წლის პაციენტის ვ. მატინოვას სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით, კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შემდეგი შემადგენლობით: სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მედიცინის დოქტორი გ.დიდავა, კრიტიკული მედიცინისა და ტრანსფუზიოლოგიის ექიმი, მედიცინის დოქტორი მ. არჩვაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა -გინეკოლოოგის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თ.ანთელავა, ბოხუას სახელობის გულის და სისხლძარღვთა დაავადებების ცენტრის დირექტორის მოადგილე მედიცინის დოქტორი ნ. ფარღალავა .

სამედიცინო მუშაკების პროფესიული სამართალდარღვევების შემთხვევაში საგამოძიებო საქმის მასალებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების ჩატარებისას ექსპერტთა კომისიის კვლევისა და შესწავლის ობიექტებს წარმოაგდენს : სამედიცინო საბუთები, სამედიცინო მუშაკების სამსახურეობრივი დახასიათებები და სამედინო პერსონალის საგამოძიებო ორგანოებში მიცემული ჩვენებები. სამედიცინო განათლების არმქონე პირის , ამ შემთხვევაში იგულისხმება გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები, გამოძიებაში მიცემული ჩვენება ვერ ასახავს ადექვატურად პაციენტის ავადმყოფურ მდგომარეობას (სუბიექტური და ობიექტური სიმპტომატიკა) და ამდენად საქმის მასალებით ამ სახის კომისიური ექსპერტიზის წარმოებისას პრიორიტეტი ენიჭება სამედიცინო პერსონალის ჩვენებებს.

ამჯერად გაგაცნობთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგებს: ქუთაისის მე-3 სამშობიარო სახლში 2013 წლის 7 იანვარს ვ. მატინოვას მიმართ სწორად იქნა შემუშავებული სამოქმედო გეგმა და სამეანო ტაქტიკა მშობიარობის ბუნებრივი სამშობიარო გზებით დასრულების შესახებ, რაზეც ორსულმა და მისმა ახლობლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. არსებული კანონმდებლობით მშობიარეს აქვს უფლება მოითხოვოს საკეისრო კვეთა სამედიცინო ჩვენების გარეშე. მშობიარე მიეკუთვნებოდა ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების არა მაღალ, არამედ საშუალო რისკის ჯგუფს, რადგან მას ჰქონდა მხოლოდ 2 რისკ-ფაქტორი : სხეულის მასის ინდექსი და გეგმიური, არა სასწრაფო საკეისრო კვეთა. პროტოკოლის რეკომენდაციების შესაბამისად პრევენციის მიზნით დანიშნულ იქნა ვენური თრომბოემბოლიზმის პროფილაქტიკა, დაბალმოლეკულური ჰეპარინი-ფრაქსიპარინი 0,4 -24 საათში ერთხელ სქემის მიხედვით, მშობიარობის შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში, 4 ინექცია სტაციონალში, 1 კი-გაწერის შემდეგ ბინაზე, ელასტიური ბანდი, ადრეული აქტივაცია და ჰიდრატაცია-რაც სრულიად ადექვატური გახლდათ, რომელიც შედიოდა მეან-გინეკოლოგის კომპეტენციაში და არ საჭიროებდა ჰემატოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას.

საკეისრო კვეთა ჩატარდა ყველა წესის დაცვით და პაციენტი მე-4 დღეს გაეწერა სამშობიაროდან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლოგინობის ხანის ყველაზე გავრცელებულ და ჩვეულ გართულებას წარმოადგენს ლოგინობის ხანის ცხელება, რომლის საწყისი ე.წ ცივი პერიოდის გამოვლინებაა ჩივილები საერთო სისუსტეზე, კიდურების დაბუჟება-გაციებაზე, გულის ფრიალზე და ა.შ. პროცესის დამძიმების შემთხვევაში პირველ სამიზნეს წარმოადგენს სასუნთქი სისტემა. ვ. მატინოვას ჯანმრთელობის გაუარესების პირველი ნიშნები 21 იანვრიდან დაეწყო, რის გამოც ორჯერ გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რომლებაც ადექვატურად ვერ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისად ვერ მისცეს რეკომენდაცია პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულების პირობებში მეან-გინეკოლოგის კონსულტაციის აუცილებლობის თაობაზე. გინეკოლოგიური კვლევებით პაციენტის მდგომარეობა შეფასდებოდა ადექვატურად და მიღებული იქნებოდა დროული და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც შეამცირებდა პაციენტის ჯანმრთელობის კრიტიკულ ზღვრამდე დამძიმების რისკს. ამ მიმართებით საყურადღებოა, რომ 23 იანვარს, როცა პაციენტმა მიმართა მეან-გინეკოლოგს ირაკლი მერკვილაძეს სტაციონალში, ინტენსიურმა თერაპიამ (გადასხმები, ანტიობიოტიკები და ა.შ) მცირე დროში (2 საათში) გამოიღო სასურველი შედეგი და პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ მკურნალობის ეფექტის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, რადგან პაციენტმა, როგორც ჩანს თავი ისე კარგად იგრძნო, რომ კლინიკა თვითნებურად დატოვა , ფაქტიურად გაიპარა . ამიტომ საბოლოოდ დიაგნოზის დადგენა და შემდგომი სამოქმედო ტაქტიკის შემუშავება ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე ექსპერტებმა დაასკვნეს: მე-3 სამშობიარო სახლის სამედიცნო პერსონალის მიერ ჩატარებული ღონისძიებები იყო სრულიად ადექვატური, ხოლო ვ. მატინოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება განაპირობა სტაციონალური მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ.

ექიმს ადანაშაულებენ უყურადღებობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში, რაც არ იკვეთება მის მიერ განხორციელებულ არცერთ პროცედურაზე, ასევე ადამიანური თვალსაზრისითაც. ექიმმა სრულიად უფასოდ შესთავაზა პაციენტის მეუღლეს, როდესაც ვ. მატინოვას მდგომარეობა დამძიმდა, დროულად მისულიყვნენ მასთან კლინიკაში , აქვე აღსანიშნავია, ერთ-ერთი ანტიობიოტიკი კლინიკაში არ ქონდათ და ექიმმა თანხა მისცა გარდაცვლილის მეუღლეს მის შესაძენად. ეს ფაქტიც მხოლოდ ყურადღებასა და ექიმის ადამიანურობაზე მეტყველებს. ვ. მატინოვას გვამის გამოკვლევის შედეგებით არ არსებობს ობიექტური მორფოლოგიური მონაცემები ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიის სასარგებლოდ. კერძოდ, ფილტვის არტერიების მსხვილი და საშუალო ტოტები თავისუფალია, ასევე ინტაქტურია ქვემო ღრუ ვენების სისტება. თრომბოემბოლიის განვითარების შესაძლებლობასთან ასევე წინააღმდეგობაშია კლინიკური მონაცემებიც. კლინიკურად თრომბოემბოლიური გართულება შესაძლებელი იქნებოდა თუკი გვექნებოდა პელვეოპერიტონიტის სურათი და პაციენტს არ ექმნებოდა ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდგომი თრომბოზის პროფილაქტიკური თარეპია დაბალმოლეკულური ჰეპარინით.

კლინიკურად და გვამიდან აღებული მასალის ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევით ვ. მატინოვას დაუდგინდა ენდომიომეტრიტის დიაგნოზი, ხოლო იზოლირებულად აღებული ენდომიომეტრიტის შემთხვევაში, თუ იგი არ გართულდა პერიტონიტით, თრომბოემბოლია მენჯის ღრმა ვენებიდან არ ვითარდება. დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით ვ. მატინოვას სიკვდილის არ გახლავთ ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია, როგორც ეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ დაასკვნა, არამედ პაციენტის გარდაცვალება სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოწვეული ინტერსტიციული პნევმონიის შედეგად გავითარებული ფილტვების შეშუპებამ გამოიწვია.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის „ვექტორის“ ამ დასკვნამ გამორიცხა და სრულიად გააბათილა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით ვ. მატინოვას გვამის შინაგანი ორგანოების მაკროსკოპულ აღწერილობაში არ არის სრულყოფილი მონაცემები საშვილოსზე, ასევე საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობაზე. არ არის აღწერილი საკვერცხეები და ფალოპის მილები. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ანამნეზური მონაცემებით ადგილი ჰქონდა საკეისრი კვეთას და ლოგინობის ხანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულ დამძიმებას, საშვილოსნოს, საკვერცხეების და ფალოპის მილების გამოკვლევას ენიჭება არსებითი მნიშვნელობა.

არ არის ჩატარებული საკვერცხეების და კვერცხასავალი მილების ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევა, ხოლო თვით საშვილოსნო მაკროსკოპულად აღწერილია არასრულყოფილად. კერძოდ, არ არის ინფორმაცია ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე, საშვილოსნოს ღრუს შიგთავსზე და სხვა. საშვილოსნოდან აღებულია მხოლოდ ერთი ნაწილი-ისიც არ არის ცნობილი თუ საიდან, პოსტოპერაციული ჭრილობიდან თუ სხვა უბნიდან, რაც შეუძლებელს ხდის მსჯელობისას პათოლოგიური პროცესის ექსტენსივობაზე. 23 იანვარს ვ. მატინოვა ექიმის დაჟინებული მოთხოვნით თავისი ფეხით მივიდა სამშობიაროში,. მეან-გინეკოლოგის ირაკლი მერკვილაძის ეჭვი მარჯვენამხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზზე დადსტურებულ იქნა თერაპევტის მიერ. ზემოთ მოგახსენეთ ექიმმა სრულიად უანგაროდ დაუწყო კომბინირებული მკურნალობა და პაციენტი იმყოფებოდა თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ შემთხვევაში გვამის მაკროსკოპული გამოკვლევებით მითითებულია ორივე ფილტვის მხოლოდ ზომა და არ არის ინფორმაცია მარცხენა ფილტვის თაობაზე. რაც შეეხება ფილტვების ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევას, არ არის მითითებული თუ რომელი ფილტვიდან იქნა აღებული ექვსი ნაჭერი (მარჯვენა, მარცხენა თუ ორივე). აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცესის ვერიფიკაციისთვის, რადგან წარმოუდგენელია მრავლობითი თრომბოზები განვითარებულიყო მხოლოდ მარჯვენა ფილტვში, რაც არ გამოიწვევდა სუნთქვის სასიკვდილო უკმარისობას, მხოლოდ ცალი ფილტვით მოგეხსენებათ წლები ცოცხლობენ ადამიანები.

დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებით ვ. მატინოვას სიკვდილის მიზეზია ინტერსტიციული პნევმონია , რომელიც გართულდა ფილტვების სხვადსხვა კალიბრის სისხლძარღვების ლოკალური მრავლობითი თრომბოზებით, ფილტვების შეშუპებითა და სუნთქვის მწავავე უკმარისობით. ფილტვის არტერიის ღეროსა და ძირითადი ტოტების თრომბოემბოლია , როგორც დაასკვნეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, არათუ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, არამედ საერთოდ მის არსებობაზეც კი მსჯელობა საფუძველს მოკლებულია-აღნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის „ვექტორის“ ექსპერთა ჯგუფი. „ვექტორის“ დასკვნით გვამის მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევის არასრულყოფილების და ასევე მიკრობიოლოგიური კვლევის ჩაუტარებლობის გამო ინტერსტიციული პნევმონიის გამომწვევ მიზეზე ცალსახა დასკვნების გამოტანა შეუძლებელია!

საინტერესოა რაში დებენ ექიმს ბრალს, იქნებ ამ კითხვაზე გვიპასუხოს კომპეტენტურმა ორგანოებმა , უწყებებმა. ექიმის მიერ ჩატარებული სამედიცინო პროცედურები სრულიად ადექვატურად შეფასდა, რა მოუვა პაციენტს კლინიკის მიღმა, უყურადღებობისა თუ არასათანადო საყოფაცხოვრებო გარემო პირობებში ამაში ექიმია დამნაშავე?

გაგრძელება იქნება

მოამზადა მაია ცომაია

აქვე შეგახსენებთ:

ქუთაისის #2 სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  13 აპრილს დაიწყება.

დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენის ბათილად ცნობას მოითხოვს. 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ...