You are here
ანა ლომაშვილის გახმაურებული საქმე დასრულდა-მომჩივანი მხარე პროტესტს გამოთქვამს! ექსკლუზივი მთავარი სამართალი 

ანა ლომაშვილის გახმაურებული საქმე დასრულდა-მომჩივანი მხარე პროტესტს გამოთქვამს!

საზოგადოებას კარგად ახსოვს 25 წლის ანა ლომაშვილის გარდაცვალების საქმე. ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში ჯაჭვზე ჩამოკიდებული გასული წლის 19 თებერვალს იპოვეს.

სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტხანს გაიწელა და ა.წ. 9 თევერვალს საბოლოო განაჩენი დადგა-გარდაცვლილის მეუღლეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რასაც ანას ახლობლები აპროტესტებენ და საქმე სტრანსბურგის სასამართლოში გადააქვთ.

GmTV გარდაცვლილის ახლობელს, მამუკა ლომაშვილს დაუკავშირდა, რომელიც სასამართლოში გარდაცვლილის მხარეს წარმოადგენდა.

-„სიმართლე, რომელიც ასე ძალიან აინტერესებდა საზოგადოებას მაინც დაიმალა. ჩვენ არ ვეთანხმებით განაჩენს და სტრანსბურგის სასამართლოს მივმართავთ, დაწყებლი გვაქვს საბუთების შეგროვება. საგამოძიებო მოქმედებები თავიდანვე არაკვალიფიციურად იქნა განხორციელებული, საქმე აღიძრა 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, რასაც თავიდანვე ვაპროტესტებდით-ეს იყო არა თვითმკვლელობამდე მიყვანა, არამედ სასტიკი მკვლელობა, გამომძიებელმა რატომღაც ვერ დააკავშირა მომხდარი ფაქტი, ანას შუბლზე იარა და იატაკზე დაგდებული ბრტყელტუჩა, სწორედ ამიტომ პირველადვე არასწორი კვალიფიკაცია მიეცა საქმეს. გარდა ამისა, მოწმე თავად აცხადებს, რომ ოთხჯერ მივიდა დამატებითი ჩვენების მისაცემად გამომძიებელთან და მას ყოველთვის „სხვა საქმეები ჰქონდა…მიდიოდა მოწმეებზე ზეწოლა, ერთ-ერთ მათგანს სადარბაზოში დახვდნენ, მაგრამ მოასწრო სახლში შესვლა.

-როგორც ვიცით გამომძიებელი შეიცვალა.

-კი, შეიცვალა, მაგრმ თავიდან არასწორად წარმართულ საქმეს, ვერავინ უშველიდა. ის ბრტყელტუჩა თავიდან ამოღებულიც კი არ იყო და საქმეში არ ფიგურირებს, მერე დაიკითხა მოწმე და დეტალურად აღწერა, როგორ იძალადა ანაზე მეუღლემ, როგორ დააწვინა ჟურნალების მაგიდაზე და ხმის გამაძლიერებელი ჩაარტყა, ხმა რომ არ ამოეღო. მოკლედ, ოჯახური ძალადობა, რომელიც დასრულდა მკვლელობით, მაინც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლდა.

არ შეიძლება ასეთი ფაქტების მიჩქმალვა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას!

მამუკა ლომაშვილთან საუბრის შემდეგ ადვოკატ თამარ დეკანოიძეს დავუკავშირდით.

-როგორც იცით გამოძიება და დევნა დაიწყო 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს არის ძალიან რთულად დასამტკიცებელი დანაშაული და უმეტეს შემთხვევაში სასამართლოშიც არ გადადის საქმე და თუ გადადის, გამამტყუნებელი განაჩენი იშვიათად დგება, გუშინ კი სასამართლოზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ამ კუთხით პოზიტიურად ვაფასებ. გარდაცვლილის მეუღლეს მიესადაგებოდა 2-4 წლამდე სასჯელი, მაგრამ მოსამართლემ მიუსაჯა 3 წელი.

ასე რომ გუშინდელ შედეგს პოზიტიურად ვაფასებ. სასამართლო ვერ გადააკვალიფიცირებდა საქმეს უფრო მძიმე, მკვლელობის მუხლით იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს უფლება, ანუ მოსამართლე ვერ შეცვლიდა თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციას უფრო მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციაზე.

-ანა ლომაშვილის ახლობლები უკმაყოფილოები არიან დამდგარი განაჩენით.

-აი სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც წეღან აღვნიშნე, ამ ეტაპზე პრეტენზიების გაჟღერება არ არის მიზანშეწონილი. მე რაშიც არ ვეტანხმები მოსამართლეს ის არის, რომ მან განაცხადა-დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობსო. ამ მსჯელობაში არ ვეთანხმები და მივმართავთ პროკურორს, საქმე გადავა სააპელაციოში. დიდი ალბათობით სააპელაციოს მიმართავს მსჯავრდებულიც, რადგან ის არ აღიარებდა დანაშაულს პირველ ინსტანციაში, მაგრამ ჩვენც მივმართავთ პროკურორს და მოვითხოვთ ამ მუხლის უმაღლეს ზომას-სასჯელად 4 წელს.

-როგორც ვიცი საქმე სტრანსბურგში გაგრძელდება.

-დიახ, ანას რამდენჯერმე ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მაგრამ მხოლოდ 3 შემაკავებელი ორდენი იქნა და სხვა რაიმე ქმედება არ განხორციელებულა, ანუ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქე და ვერ მოახდინა ფატალური შედეგის პრევენცია. შეიძლება სხვა საკითხებზეც იყოს ყურადღების გამახვილება, მაგრამ ეს იქნება ძირითადი.

Comments

comments

Related posts