You are here
სააპელაციო სასამართლო გადაიდო, ექიმი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება! მთავარი სამართალი 

სააპელაციო სასამართლო გადაიდო, ექიმი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება!

მაია ცომაია

13 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მე-2 სამშობიაროს დირექტორისა და მეან-გინეკოლოგის ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოგეხსენებათ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქუთაისის პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ 22 წლის ვ.მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში.

ექიმი კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს. დაცვის მხარის ადვოკატების დასკვნაში იკვეთება რამდენიმე წინააღმდეგობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მყარი არ არის.

დაცვის მხარის ადვოკატების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აუცილებლად შეაფასებს მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და დასაბუთებულად ახსნის, თუ რატომ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიღებული და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი კი სრულიად გაუზიარებელი პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ.

და ყველაზე მთავარი! უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც გამორჩა თუ გამოტოვა პირველი ინსტაციის სასამართლომ. ირაკლი მერკვილაძის მეუღლე, ამავე კლინიკის მეან-გინეკოლოგს, ეკა ჩინჩალაძეს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დეტალურად განიხილავს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას.

მომდევნო პროცესი 11 მაისს გაიმართება

„მერკვილაძის საქმე“

ნახეთ

http://www.gmtv.ge/38479-2/

Comments

comments

Related posts