You are here
„მერკვილაძის საქმე“ – სასწრაფოს ექიმები ალაპარაკდნენ! ვის დებენ ბრალს პაციენტის გარდაცვალებაში… ექსკლუზივი მთავარი 

„მერკვილაძის საქმე“ – სასწრაფოს ექიმები ალაპარაკდნენ! ვის დებენ ბრალს პაციენტის გარდაცვალებაში…

„მარტო ექიმის ძალისხმევა არ კმარა სასურველი შედეგის მისაღწევად , პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმაც უნდა იზრუნონ, გაითვალისწინონ ექიმის რჩევები, გართულების შემთხვევაში კი დაუყონებლივ მიმართონ მკურნალ ექიმს.“

დაპატიმრებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სასწრაფოს ექიმების აღიარებით ჩვენებებზე, რაც მიმდინარეობდა წინა დღეებში.

 პირველი გამოძახება მოხდა 2013 წლის 21 იანვარს, დილის 08.55 საათზე. დაისვა დიაგნოზი – ვეგეტო ნევროზი. მეორე გამოძახება განხორციელდა იმავე დილის 11.00 საათზე. დიაგნოზი – ტაქიკარდია დაუზუსტებელი. საავადმყოფოში გადაყვანაზე პაციენტმა განაცხადა კატეგორიული უარი, რაც დადასტურებულია თავად მატინოვას ხელმოწერით. მესამე გამოძახება მოხდა 2013 წლის 23 იანვრის ღამის 23.59 საათზე. დიაგნოზი- მწვავე ვირუსული ინფექცია. სტაციონარში გადასვლაზე განაცხადა უარი, რასაც ადასტურებს მეუღლის გ. ნიკოლეიშვილის ხელმოწერა. მეოთხე გამოძახება ხდება 2013 წლის 24 იანვარს, 15.00 საათზე. დიაგნოზი – პნევმონია. სტაციონარში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს, რაც დასტურდება თავად მატინოვას ხელმოწერით. მეხუთე გამოძახება განხორციელდა 2013 წლის 25 იანვრის ღამეს, 01.58 საათზე. დიაგნოზი- სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადაყვანილია სტაციონარში. ყურადღება მიაქციეთ, რომ კლინიკიდან თვითნებურად წასვლიდან რამოდენიმე საათში და სასწრაფო ბრიგადამ პაციენტის გასინჯვის შემდეგ, „კრიტიკული მდგომარეობა“ არ დააფიქსირა. მეოთხე გამოძახება მომხდარია 24 იანვრის 15.00 საათზე, ანუ გარდაცვალებამდე 12 საათით ადრე და გასინჯვის შედეგად, სასწრაფო დახმარების ბრიგადა არც ამჯერად არ აფიქსირებს „კრიტიკულ მდგომარეობას“. მხოლოდ მეხუთე გამოძახებისას, უკვე 25 იანვრის, ღამის 01.58 საათზე, პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, როდესაც ფილტვების ანთების ფონზე განვითარდა ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპება, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგი. აქვე თავად გარდაცვლილის დედა ალა მატინოვა აძლევს ჩვენებას სასამართლოს და აღნიშნავს , რომ 25 იანვარს ღამის 01.00 საათზე ესაუბრა შვილს ტელეფონით, შეიტყო, რომელმაც დედას აცნობა, რომ ტავს კარგად გრძნობდა და მეორე დღეს თბილისში გეგმავდა გამგზავრებას. რამდენიმე ხანში კი მისი სიძე გიორგი ნიკოლეიშვილი ატყობინებს, რომ ვ. მატინოვა სასწრაფოს გადაჰყავდა საავადმყოფოში. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს და მის მეუღლეს სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის კატეგორიულ უარი არ ეთქვათ საავადმყოფოში გადაყვანაზე, პაციენტი შეიძლებოდა გადარჩენილიყო.

მე დავუკავშირდი იმ სასწრაფო ბრიგადების ექიმებს, რომლებიც იყვნენ გამოძახებული 2დღის მანძილზე . მატინოვას საცხოვრებელ სახლში.

თინათინ გიორგაძე-ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი

-2013 წლის 21 იანვარს, დღის 11 საათზე ჩვენი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, პირველი გამოძახებიდან 1,5 -2 საათის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის ვ. მატინოვასთან, სადაც დაგვხვდა მისი მეუღლე და როგორც მახსოვს ორი მეზობლის ქალი. პაციენტი საწოლში მჯდომარე მდგომარეობაში დაგვხდა, სრულიად საღ გონებაზე, უჩიოდა გულის ფრიალსა და ჰაერის უკმარისობას, პაციენტი გავსინჯე ყველანაირად, ფილტვებშიც კი არაფერი შემიმჩნევია, ტემპერატურაც არ ჰქონდა, ჩემი ყურადღება მხოლოდ შეშუპებულ ქვედა კიდურებმა მიიქცია, პაციენტმა აღნიშნა , რომ ადრე უფრო ჰქონდა შესიებული. მე მაინც ჩავთვალე საჭიროდ პაციენტის გადაყვანა, ან იქ სადაც იმშობიარა, ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში დიაგნოზის ზუსტი დასმის თვალსაზრისით, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე, ამ დროს თბილისიდან დამირეკა გარდაცვლილის დედამ, რომელიც ყვირილით, კივილით ითხოვდა დიაგნოზის დასმას და გვიბრძანაპაციენტის გადაყვანა არ გაგვებედა! საქმეში არსებობს პაციენტის ხელმოწერით დადასტურებული უარი ჰოსპიტალიზაციაზე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, იმ გარემოებას და პირობებს, რომელშიც იმყოფებოდა პაციენტი. მე პირადად ვთვლი, რომ მელოგინისთვის სრულიად გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, მოგეხსენებათ სუსხიანი იანვარი იდგა, ღუმელიც კი არ ენთო. აღნიშნული პირობები მელოგინისთვის რისკ-ფაქტორია მრავალი სახის გართულებისა და თუნდაც მწვავე რესპირატორული დაავადებების. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას აქვს ჩემი წერილობითი ჩვენება, გამაოგნებელია, რომ სასამართლოს , როგორც მოწმის სახით, არ დავუკითხივარ. პაციენტის გარდაცვალებაში მე პირადად ვადანაშაულებ გარდაცვლილის დედას, რადგან თუნდაც ჩემს ბრიგადას გადაეყვანა პაციენტი სამედიცინო ცენტრში , აუცილებლად დაუსვამდნენ დიაგნოზსაც და ჩაუტარდებოდა შესაბამისი მკურნალობაც. დღეს კი, ის ცოცხალი იქნებოდა.

ლუიზა გოგბერაშვილიქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი

-ჩვენი ბრიგადის გამოძახება გახლდათ ბოლოს წინა, თარიღი და დრო არ მახსოვს, თუმცა არაერთხელ მაქვს ჩვენება მიცემული სასამართლოზე-შეგიძლიათ დაზუსტება. პაციენტი სრულიად საღ გონებაზე იმყოფებოდა. უჩიოდა სისუსტეს, გულის ფრიალს და ჰაერის უკმარისობას. აღნიშნული ჩივილები წარმოადგენს ლოგინობის ხანის ყველაზე გავრცელებულ და ჩვეულ მდგომარეობას. გავსინჯე ყველანაირად, ნაოპერაციევი ჭრილობაც შესანიშნავად ჰქონდა, წნევა ოდნავ დაბალი, თუმცა პაციენტმა აღნიშნა , რომ ასეთს ატარებდა. საგანგაშო და კრიტიკული არაფერი იყო, თუმცა მე მაინც ვურჩიე მიემართა მკურნალი ექიმისთვის, ან შეგვეძლო ჰოსპიტალიზაცია, სადაც მოისურვებდა, თუმცა პაციენტმა უარი განაცხადა. ვ.მატინოვამ აღნიშნა , რომ ისედაც აპირებდა მისვლას მის მეან-გინეკოლოგთან, რომელთანაც იმყოფებოდა წინა დღეს , გაიკეთა ექოსკოპია, ჩაიტარა გადასხმები და აგრძელებდა მკურნალობას ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით, მათ შორის ანტიბიოტიკითაც (თავადაც მოვკარი თვალი მაგიდაზე წამლებს). მე ექიმის ბრალეულობას ვერ ვხედავ, რადგან პაციენტის მდგომარეობა ჩემი გამოძახების დროს საგანგაშო არ გახლდათ, პაციენტს დროულად უნდა მიემართა მკურნალი ექიმისთვის და ის თუ ვერ და არ აღმოუჩენდა დახმარებას, მაშინ კიდევ შეიძლებოდა მის დანაშაულზე ან შეცდომაზე მსჯელობა.

ჩვენებების, გამოძიების მასალების, სახელმწიფო და დამოუკიდებელი ექსპერტთა დასკვნების , ინტერვიუების საფუძველზე ჩნდება კითხვარამ გამოიწვია პაციენტის უცაბედი გარდაცვალება? თუ პაციენტის მდგომარეობა არ იყო საგანგაშო და კრიტიკული, რასაც მოწმობს სასწრაფო დახმარების 4 -ივე ბრიგადის ჩვენებებიც, ასევე ის ფაქტიც, რომ 23 იანვარს პაციენტი ვ.მატინოვა თავისი ფეხით მივიდა მის მეან-გინეკოლოგთან , რომელმაც ეჭვი მიიტანა ფილტვების პრობლემატიკაზე და სავსებით მართებულად გააგზავნა პაციენტი თერაპევტთან, ამ უკანასკნელმა გამოიტანა მწვავე პნევმონიის წინასწარი დიაგნოზი, დაენიშნა პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, და გინეკოლოგთან შეთანხმებით დაეწყო ინფუზიური და ანტიობიოტიკური თერაპია. მკურნალობამ მცირე დროში შედეგი გამოიღო, თუმცა პაციენტმა თვითნებურად დატოვა კლინიკა. რამ დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა სასიკვდილო შედეგამდე? იქნებ ამ კითხვაზე პასუხი გაეცა ექსპერტების მიერ გარდაცვლილის სისხლში აღმოჩენილი ფენობარბიტალის დოზის დადგენას, რომელსაც ვფიქრობ ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე 2018 წლის 26 იანვარს , ქუთაისის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილ მეან გინეკოლოგზე, რომელსაც ბრალი წაუყენეს 22 წლის, ვ. მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ჯერ კიდევ გაუგებარი , დაუმტკიცებელი და გამოსაძიებელია!

ექიმებს ესაუბრა მაია ცომაია

 გაგრძელება იქნება

წინა მასალები იხ:

http://www.gmtv.ge/38479-2/

ასევე:

http://www.gmtv.ge/38334-2/

დეტალურად:

http://www.gmtv.ge/38143-2/

Comments

comments

Related posts