You are here
ქართველი მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან (ვიდეო) მთავარი საზოგადოება 

ქართველი მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან (ვიდეო)

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა.

პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსის დაჯილდოება

📢📢 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS – ის პროექტი ,,რობოტი ლაბორანტი” გავიდა. მოსწავლეები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოვა.

Gepostet von საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA am Freitag, 13. April 2018

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანთანამშრომლობით.

Comments

comments

Related posts