You are here
დღეს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა მთავარი ხელოვნება 

დღეს რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა

დაიბადა თბილისში 1946 წლის 16 აპრილს.

ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ნამუშევრის, ფილმის “მორევის” პრემიერა მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. ოჯახის წევრები ამბობენ, ამ ფილმზე დარდმა მოუსწრაფა სიცოცხლეო. ეკრანზე განსახიერებული მისი ყველა პერსონაჟი თითქოს ღრმა სევდას ატარებდა, თავადაც ასეთი იყო – ფიქრიანი და სევდიანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – “მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა”(1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – “თითქმის ორი თვე”(1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – “მოდი ვილაპარაკოთ”(1986); გადაღებულია ფილმებში: “გიორგობისთვე”(1966), “ქოლგა”(1967), “სერენადა”(1969), “ადამი და ევა”(1969), “სამკაული სატრფოსათვის”(1971), “მხიარული რომანი”(1972), “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”(1983); მსახიობი, კინორეჟისორი.

 მისმა 70 წლის იუბილემ  ისე ჩაიარა, რომ არავის გახსენებია, არც კულტურის სამინისტროს და არც კინემატოგრაფისტებს, არადა მთელი ცხოვრება ამ სფეროს მიუძღვნა…

გავიხსენოთ რამაზ გიორგობიანი და ქართული კინოს თანავარსკვლავედი ფილმით

„მხიარული რომანი“

Comments

comments

Related posts