Home » მთავარი » საჯარო მიმართვა და თხოვნა ქალაქის მერს

საჯარო მიმართვა და თხოვნა ქალაქის მერს

ზურა ხვიჩია

მარინა ქაციბაიასთვის სამყაროსთან ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება ფურცელზე ემოციების გადატანაა, რაც ზოგჯერ ნახატის და ზოგჯერ ლექსის ფორმითაა გადმოცემული .

შეზრუდული შესაძლებლობები,  რომ ნამდვილად არ არსებობს ამის მაგალითია ქალბატონი მარინა.  ქალმა, რომელმაც მეოთხე სართულის ფანჯრიდან დაარღვია დუმილი ის დუმილს არღვევს თავისი შემოქმედები,  ნახატები იქნება ეს თუ ლექსები.

მარინა ქაციბაისა ისტორია ეს არის ნიმუში,  მაგალითი იმისა თუ რა შესაძლებლობები აქვს ერთ კონკრეტულ უნარ შეზღუდულ ადამიანს და მეორე მხრივ რა შეუძლია საზოგადოებას რომელმაც უნდა დაინახოს და გაიაზროს  მისი ეს ნიჭი და შესაძლებლობები.

ქალბატონი მარინას ეს შესაძლებლობები შემთხვევით იქნა აღმოჩენილი და ასე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი , თუმცა ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანია მსგავსად , რომლებთაც არ შეუძლიათ თავიანთი შემოქმედების წარმოჩინება.

ყველაზე დიდი ტკივილი ქალბატონი მარინასთვის ისაა რომ ბოლო ორი თვეა ის ფაქტობრივად გარეთ საერთოდ ვერ გამოდის , ის ვერ ჩამოდის დაბლა არის მეოთხე სართულზე, რაიონის გამგეობიდან  მას უარი მიუვიდა , რომ მათ არ აქვთ საშუალება პანდუსის გაკეტებისა. 

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით , ხალხმა რომლებმაც აღმოაჩინეს მარინა ქაციბაიას ეს ნიჭი და შესაძლებლობები და გააცნეს საზოგადოების ფართო მასას , მიმართავენ ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს  და მერიას  თხოვნით . თხოვნა-განცხადებას ხელს აწერენ:

მამა გურამ ოთხოზორია

ათასწლეილის იმედების თავჯდომარე ნანა ხომასურიძე

კავშირი იმედისა და ჯამრთელი მომავლისაკენ ნუნუ ნიკი ქათამაძე

გადაცემა „ ვარღვევთ დუმილს“ , წამყვანი ირინა აზაროვა

  • „   იქნებ როგორმე დავეხმაროთ ამ ქალბატონს რომელსაც გაუჩნდა სურვილი სიცოცხლის , რაღაც მოხდა მასში.  ასევე მას მოუხსნეს სოციალური დახმარება ის  ვერც ამ დახმარებას ვეღარ იღებს.  იქნებ ქალაქის მერიამ გაუკეთოს საჩუქარი და სცეს პატივი , რომ მან შეძლოს მეოთხე სართულიდან ეზოში ჩამოსვლა და ხალხთან ურთიერთობა . ძალიან დიდი თხოვნა გვექნება , რომ ამითი დავეხმაროთ ქალბატონ მარინას რადგან მან გააგრძელოს თავის შემოქმედება და მაგალითის მიცემა ყველასთის , რომ სიცოცხლე გრძელდება და უნდა იყო ძალიან ძლიერი.

ჩვენ ვთხოვთ თბილისის მერიას იქნებ როგორმე  ქალბატონ მარინას  ის ერთადერთი უბრალო თხოვნა ის ერთადერთი რაც მის სულს უნდა , საზოგადოებასთან ურთიერთობა ქონდეს , ხშირი კომუნიკაცია  შევუსრულოთ ,  გვინდა გავიმეოროთ მისი სიტყვები:

 „ არ მაქვს უფლება , რომ ვიყო სუსტი“ მოდი ჩვენც ნუ ვიქნებით სუსტები და დავეხმაროთ ამ ქალბატონს.“

ვაკის რაიონის გამგეობამ უარი განაცხადა, მიზეზად თანხის უქონლობა დაასახელა, საუბარია 1500 ლარზე. ვთხოვთ მერს და მერიას, დაეხმარონ და გვერდით დაგვიდგნენ ამ საჭირო საქმეში”

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...