You are here
“მიმძიმს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ … სიცრუეა რომ მე ვიყავი შეგზავნილი “აგენტი” თქვენი სათქმელი მთავარი 

“მიმძიმს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ … სიცრუეა რომ მე ვიყავი შეგზავნილი “აგენტი”

ერეკლე ქაჯაია

-აუცილებლად მივიჩნიე ჩემი პოზიციის დაფიქსირება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხე. ამ საზოგადოებაში არიან ჩემი მეგობრები , ახლობლები და საყვარელი ადამიანები. ამბსოლიტურად უმიზეოდ ეჭქვეშ დგას ჩემი რეპურაცია.
(ამ წუთამდე თავს ვიკავებდი, რადგან მქონდა სერიოზული მიზეზი, ქრისტიანული მორალი, რამაც მაიძულა მყისიერი რიაგირებისაგან თავი შემეკავებინა.)

შაბათის კურიერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სასულიერო სემინარიის პრობლემებს. სტუდენტებთან კამათის დროს, დეკანოზი შალვა კეკელია ახსენებს ჩემს სახელ გვარს, გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიმწოდებლად. ჩანაწერი ტოვებდა შთაბეჭდილებას , რომ მე ვიყავი შეგზავნილი “აგენტი” . პირი , რომელიც აგროვებდა ინფორმაციას საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერიზე.

ძალიან მიმძიმს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ “აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.
მამა შალვას აღმსარებელი ვიყავი წლების მანძილზე და დიდი სიყვარული მაქვს მის მიმართ. გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ასევე ოჯახებით ახლობლობა.
ბოლო წლებში ისე ხშირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, როგორც ადრე. რაც გამოიწვია მანძილის სიშორწმ და დროის უქონლობამ. თუმცა იმ პერიოდში, რა დროისაც არის ჩანაწერი, ჩვენ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აკადემიური მქონდა აღებული და ბათუმში ვცხოვრობდი, ხშირად ვსტუმრობდი თბილისს და მის უნახავად არ წამოვიდოდი. ან ტელეფონით მაინც ვეხმიანებოდი , ძალიან ხშირად. ჩვენ პირად საუბრებში არ არსებობდა დახურული საკითხი, ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერზე…...
მრავალ საკითხთან ერთად ამ თემაზეც გვქონდა საუბარი.(ხაზგასმით) ეს იყო წმინდა მეგობრული საუბრები. ჩვენ ვსაუბრობდით ბევრ საკითხზე გულის ტკივილით, და გამოვთქვავდით ჩვენს დამოკიდებულებას. მე ყოველთვის პირდაპირი ვიყავი მის მიმართ და ამაზე მას უკმაყოფილება არასოდეს გამოუხატავს. მისთვის მეგობრულად რომ მერჩია და მეთქვა თუნდაც ისეთი რამ რაც მასში არ მომწონდა , ყოველთვის სიყვარულით მიუღია….
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, როცა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, არა მხოლოდ მამა შალვამ , არამედ მთელმა საქართველომ, ვისაც კი ეკლესიასთან რაიმე შეხება ქონდა იცოდა აკადემიაში არსებულ უთანხმოების შესახებ. ამ დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ეს ამბავი მოგვიანებით გაიგო. იმ ეგრეთწოდებული “დაჯგუფების” არცერთ წევრთან არ მქონია ურთიერთობა და პორადად ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია რაიმეში მონაწილეობა. ხოლო მამა ანდრია სარიას არსებობა საერთოდ არ ვიცოდი. ჩემს გარდა მრავალ ადამიანთან ექნებოდა მამა შალვას ამ საკითხზე ნასაუბრები და რისთვის დაჭირდა კონკრეტულად ჩემი სახელის ხსენება ვერ გეტყვით. ამ თემაზე ჩემი საუბარი მამა შალვასთან არ იყო არავის დაბეძღება , ღმერთმა დამიფაროს.დასმენა ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელი, შეიძლება სხვა ბევრი ცუდი თვისება იყრიდეს ჩემში თავს, მაგრამ დაბეზღება გამორიცხულია. ეს იყო უბრალო საუბარი ,ორი მეგობრის, მეტი არაფერი.

მიუხედავად მამა შალვასადმი დიდი პატივისცევისა, უნდა აღვნიშნო , რომ მაშინ როცა საკითხი ეხება პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს , იგი უკიდურესად მიკერძოებულია. მამა გიორგის გასამართლებლად ის იყენებს ყველა საშუალებას (ალბათ მისდამი დიდი სიყვარულიდან გამომდინარე) . ფაქტები აჩვენებს, რომ მამა შალვა, პროტოპრესვიტერს ამართლებს ისეთ საკითხებში რომელსაც გამართლება არ აქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ მე სასულიერო აკადემიაში ვისწავლე სულ ორი თვე. აქედან გამომდინარე ვერ მოვასწარი ბევრ საკითხში გარკვევ , თუმცა ვარ ეკლესიის აქტიური წევრი, მყავს ბევრი აკადემიელი მეგიბარი და კარგად ვიცი იქაური მდგომარეობა.მიუხედავად იმისა რომ არცერთ მხარეს არ წარმოვადგენ, არ შემიძლია დავმალო იქაური არაჯანსაღი მდგომარეობა. ბევრი სტუდენტი ღიად ვერ აფიქსირებს თავის აზრს , რადგან ერიდებიან მოსალოდნელ პრობლემებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სწორად გაიგებს ჩემს პოზიციას.

P.S
გამოითქვა მოსაზრებები, რომ მე ვიყავი პროტოპრესვიტერ ზვიადაძის შეგზავნილი ადამიანი, რაც სრული აბსურდია. გონიერი ადამიანი თავად მიხვდება, ეს რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, მე სასულიერო აკადემიაში სწავლას არანაირი მიზეზით არ შევწყვეტდი და უპროლემოდ დავამთავრებდი.

ცნობისთვის, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ნაწილის განცხადებებს, რომ აკადემიაში მათზე ძალადობა ხორციელდება, უკვე უპასუხა და მას აბსურდი და სიცრუე უწოდა.

იხ.

http://www.gmtv.ge/38728-2/

 

 

Comments

comments

Related posts