You are here
“რამდენი? ბევრი!-ცოტა ხანში ქართველები უსამშობლო ბოშებად გადავიქცევით!” ბლოგი მთავარი 

“რამდენი? ბევრი!-ცოტა ხანში ქართველები უსამშობლო ბოშებად გადავიქცევით!”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ცოტა ხანში ქართველები უსამშობლო ბოშებად გადავიქცევით!
„—ქართველები მიფრინავენ
— სად?
— შორს…
— რამდენი?
— ბევრი!“
დაწყებული პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუადან დღევანდელ კვირიკაშვილამდე ყველა ერთმანეთზე უარესი პრემიერები და მთავრობა გვყავს და საქართველოს თითქმის ყველა დარგში, ყველა სფეროში უკანსვლა აქვს!
__ ქალაქებში დაანგრიეს დიდი და პატარა ქარხნები, სხვადასხვა საწარმოები;
__რაიონებში და სოფლებში სხვადასხვა სახის მძლავრი ფერმერული მეურნეობების შექმნის ნაცვლად მიწის ნაკვეთები უსისტემოდ დაყიდეს და საბჭოთა კავშირში ფართოდ ცნობილი
__ მეციტრუსეობის,
__ მევენახეობის;
__ მეხილეობის;
__ მებოსტნეობის მეურნეობის დიდი ნაწილი ტრიალ მინდვრებად აქციეს!
საბჭოთა კავშირში და ბევრ ქვეყანაში პოპულარული და ბრწყინვალე იყო:
__ მეღვინეობის, კონიაკისა და არყის;
__ ხილის, კონსერვებისა და წვენების;
__ თევზეულის ნაწარმის;
__მინერალური წყლებისა და სხვა ქართული პროდუქციის წარმოება.
და იმის მაგივრად მინისტრების, გუბერნატორების, მერების, პარლამენტარების დიდი ნაწილი ქვეყნის წინსვლისათვის რომ მუშაობდეს უნიკალური საქართველოს ძარცვასა და უსაქმურობაში გაჰყავთ დრო!
რა თქმა უნდა ამ 30 წელშიც და დღესაც გვყავს რამდენიმე მართლაც ღირსეული მინისტრი, ღირსეული პარლამენტარი და სხვადასხვა თანამდებობის პირები მაგრამ ჯერ სააკაშვილმა დაიწყო თბილისთან ახლოს 200 000 ჩინელისათვის ქალაქის აშენება, რომელსაც თუ დაცალდა კვირიკაშვილი ბოლომდე მიიყვანს!
სააკაშვილმა თუ 20 000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა, ღარიბაშვილმა დაიწყო და კვირიკაშვილი შესანიშნავად აგრძელებს
__ არაბების;
__ ირანელების;
__ ინდოელების;
__ თურქების მასობრივად თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლებას და დასაქმებას. მათ ახსნევინებს ქალაქებში, რაიონებში, ტრასებზე სასტუმროებს, კაფე-ბარებს, სტრიპტიზკლუბებს, საწარმოებს…
1 მილიონ 600 000 ქართველი უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს; აქედან რუსეთშია /600 000/, თურქეთში /100 000-ზე მეტი/, საბერძნეთში /100 000/, იტალიაში /100 000/, ესპანეთში /100 000/, ამერიკის შეერთებულ შტატებში /120 000/.
ბევრი წავიდა ასევე საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, კანადაში და სხვა ქვეყნებში. ოჯახიდან მიდის ჯერ ერთი, რამდენიმე წლის შემდეგ მიდიან ოჯახის სხვა წევრებიც, ახლობლებიც.
თავიდან ყველა ფიქრობს რომ წავლენ 3-4 წელს, ფულს იშოვიან, საქართველოში რაღაც ბიზნესს მოაწყობენ და დაბრუნდებიან, მაგრამ სოციალური ქსელებით რომ გებულობენ ყოველდღიურად საქართველოს ამბებს, ან ჩამოდიან 1 თვით აქ ხედავენ რა მდგომარეობაა და ყველა იძახის, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა წინაპრებმა საქართველოში საგიჟეთი შექმნეს და აქ გაჩერება არ შეიძლებაო.
__რამდენი ქართველი იქნება 2021 წელს საქართველოში?
__ რამდენი ჩინელი, ინდოელი, თურქი, არაბი, ირანელი იქნება 2022 წელს საქართველოში?
__ თუ „სააკაშვილ-კვირიკაშვილიზმი“ გაგრძელდა 2030-40 წლისთვის ალბათ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს, თანაც ღარიბაშვილ-უსუფაშვილ-ჩუგოშვილ-კობახიძისა და კვირიკაშვილის წყალობით ფაქტიურად საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად აღარ ითვლება!
ქალაქებში, რაიონებში, ტრასებზე, რეკლამებზე, ღონისძიებებზე არის და იხმარება ინგლისური, თურქული, ირანული, არაბული, ჩინური, სპარსული, სომხური, აზერბაიჯანული და გამკონტროლებელი არავინ არ არის – კონსტიტუციას არავინ არ იცავს და კვირიკაშვილმა ბარემ შეცვალოს კონსტიტუციაც! რას ელოდება?
17 წლის წინ სახელმწიფოს მიერ აღრიცხული გვარების მონაცემები ასე გამოიყურებოდა:
1. ბერიძე – 24797
2. კაპანაძე – 18550
3. გელაშვილი – 17995
4. მაისურაძე – 16516
5. გიორგაძე – 16482
6. კვარაცხელია – 13618
2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა საქართველოში გვარების ახალი მონაცემები:
1. ბერიძე – 14461
2. მამედოვი – 13652
3. კაპანაძე – 9507
4. ალიევი – 8927
5. გელაშვილი – 8793
6. მაისურაძე – 7602
პირველ ექვსეულში უკვე 2 აზერბაიჯანულია. 5-7 წელიწადში თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი საქართველოში, გვარებში პირველ ათეულში და ასეულში რა მდგომარეობა იქნება აღარ მინდა იმის თქმა. სიგუა-კიტოვანი-კვირიკაშვილის დონის მთავრობა თუ არ შეიცვალა ნორმალური-ღირსეული ქართველებით ძალიან მცირე ხანში ქართველები უსამშობლო ბოშებად ვიქცევით!

Comments

comments

Related posts