You are here
საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება მთავარი სპორტი 

საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

პრესკონფერენცია გაიმართება 13 თებერვალს, 13:30 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: კოსტავას ქ.75)

25 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა 13 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველად მონაწილეობს. შესაბამისად, ამ დონის შეჯიბრების მასპინძლობაც საქართველოს პირველად მოუწევს.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, მრავალი წლის შემდეგ კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მატჩებს თებერვლში, ივნისში, ივლისსა და ნოემბერში დაესწროს და უქომაგოს ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება იქნება 5, 10, 15, 20, 25 ლარი და მათ რეალიზებას ინტერნეტით განახორციელებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი – tkt.ge .

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში საქართველოსა და გერმანიასთან ერთად ავსტრია და სერბეთი არიან. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის 24 ნოემბერს გერმანიაში (70:79) და 27 ნოემბერს სერბეთში (87:105) განიცადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 23 თებერვალს ავსტრიაში, გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, 19:00 საათზე გერმანიის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლებს და ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენა დღეს, 15:00 საათიდან, tkt.ge-ის საშუალებით შეგეძლებათ. ხოლო იმ ბილეთების რეალიზაცია, რომელიც ინტერნეტ-გაყიდვების შედეგად დარჩება, 23 თებერვლიდან, სპორტის სასახლისა და tkt.ge-ს სალაროებში განხორციელდება.

Comments

comments

Related posts