Home » მთავარი » “ნატოსთან თანამშრომლობა დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე”

“ნატოსთან თანამშრომლობა დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე”

პრემიერმინისტრი საქართველოში ნატოს კვირეულს გამოეხმაურა, რომელიც 16 მაისს დაიწყო და 1 მაისამდე გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით წელს განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგა და კვირეული რეგიონებში აქტიურად აღინიშნება, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირების ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად მართავს არა ერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო, რათა ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გაიგოს ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ღებულობს ნატოსთან ინტეგრირების პროცესით თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურბა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. უნდა ითქვას რომ ნატოსთან თანამშრომლობა დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე. უმნიშვნელოვანესია იმ ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ასევე უმნიშნველოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებიდან და ნატოს გენერალური მდივნისგან გააჩნია საქართველოს. ამიტომ, ვფიქრობთ რომ ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში მათი ინფორმირებულობა, არის უმნიშვნელოვანესი რათა სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ იმ პროცესის შესახებ რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წელს, ნატოს დღეები მე-11 აღინიშნება, ღონისძიებები 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

Facebook Comments
x

Check Also

COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა…

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ განაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო ...