You are here
“დომინანტი გორილა და მშიერმუცელა მონის ფსიქოლოგია…” მთავარი პოლიტიკა 

“დომინანტი გორილა და მშიერმუცელა მონის ფსიქოლოგია…”

სოსო მანჯავიძე

-დომინანტი გორილა თვალებში პირდაპირ შეხედვას გამოწვევად აღიქვამს და ამიტომ მორჩილების გამოხატვის ნიშნად მისი “გუნდის” წევრები მას თვალებში არ უყურებენ.

ანალოგიური ქცევა ადამიანებსაც ახასიათებთ,.

ამას წინათ ერთ სხდომას ვუყურე და სწორედ გორილების ქცევა მომაგონდა.

დათრგუნული,შეშინებული ადამიანები თვალებს მალავდნენ და უსმენდნენ ლიდერს,რომლის გამოსვლის შინაარსი დაახლოებით ის იყო,რომ კარგი ქცევა კარგია,ხოლო ცუდი კი-მიუღებელი,ამიტომაც იქცევა მათი გუნდი კარგად.

მერე ისრაელის კაბინეტის სხდომა მომაგონდა,თავისუფალი,გაბედული, ადამიანები,რომლებიც დიდ საქმეებს წყვეტენ და დარწმუნებულები არიან,რომ ისინი ქმნიან ისტორიას.
წარმოიდგინეთ სიტუაცია,რომ კნესეტში უმრავლესობის წევრები ურთიერთობის მოსაგვარებლად ვინმე გარეშე პირის ჩართვას ითხოვდნენ.

თანაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ იღებენ კანონებს.

იმდენსაც ვერ ხვდებიან,რომ სწორედ ესაა ქურდული სამყაროს წარმოქმნის მიზეზი-მშიერმუცელა მონის ფსიქოლოგია.

Comments

comments

Related posts