Home » მთავარი » ახლა „ოცნებაში“ პოლიტიკას განსაზღვრავენ კოლექტიური ზარდიაშვილები, თალაკვაძეზე და მდინარაძეზეც ახლა გაიგეს?

ახლა „ოცნებაში“ პოლიტიკას განსაზღვრავენ კოლექტიური ზარდიაშვილები, თალაკვაძეზე და მდინარაძეზეც ახლა გაიგეს?

“ამ ადამიანებმა ,,ძველ სახეებს” ვგულისხმობ, ვისაც ახლა აქვთ პრეტენზიები ე.წ. ახალ სახეებთან დაკავშირებით, თავიდანვე ხომ იცოდნენ ვინ მოხვდა ,,ქართული ოცნების” სიაში?! ახლა გავიგეთ ზარდიაშვილი რომ ზონდერი იყო? ახლა გავიგეთ, რომ ბატონი თალაკვაძე ძალიან აქტიურად იყო დაახლოებული ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან და ცდილობდა კარიერა გააკეთებინა? ახლა გავიგეთ ისიც, რომ ბატონი მდინარაძე საადვოკატო საქმიანობას ,,ნაციონალურ მოძრაობის” მმართვეობისას როგორ წარმატებით ახორციელებდა?! „ნაციონალური მოძრაობის” დროს ადამიანების წამება და უბედურებები რომ ხდებოდა, არასდროს გამიგია ჩუგოშვლის ხმაური და პროტესტი, არადა საიას ხელმძღვანელი იყო მაშინ. ახლა გავიგეთ ეს ყველაფერი?! და ახლა მიხვდა „ოცნება“, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეუფერებელი კანდიდატი იყო?!“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა ანი მიროტაძემ ,,ტვ პირველის დღის ამბებში” უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

როგორც ანი მიროტაძე აცხადებს, ამ დღეებში, მისი ინფორმაციით, ივანიშვილს შეხვედრები ჰქონდა, როგორც ახალ სახეებთან ასევე ე.წ. ძველებთან.

“ჩემი ინფორმაციით, გასულ კვირას ივანიშვილი შეხვდა ნუკრი ქანთარიას, ზაზა პაპუაშვილს და გედევან ფოფხაძეს. ასევე, მას შეხვედრა ჰქონდა ახალ სახეებთანაც. საუბრის დეტალები უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ ორივე მხარეს ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს ამ პროცესში ჩარევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აინტერესებს, ამოწურა თუ არა გუნდმა თავისი რესურსი პრობლემის მოსაგავრებლად. ცხადია ესენი პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. არ გამოვდგები ,,ქართული ოცნების” ძველი ფრთის წარმომადგენლების ადვოკატად, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია მათი პროტესტი. ახლა „ოცნებაში“ პოლიტიკას განსაზღვრავენ ახალი სახეები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ გამარჯვებაში და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეტიც, ეს ადამიანები წამოადგენენ კოლექტიურ ზარდიაშვილებს და მათი ბიოგრაფიები ყველამ კარგად ვიცით“, – განაცხადა მიროტაძემ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირების კომენტირებისას.

წყარო: 2020news.ge

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...