Home » მთავარი » ქართველი ბავშვები სირიაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ – 24 აპრილს მსვლელობა გაიმართება

ქართველი ბავშვები სირიაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ – 24 აპრილს მსვლელობა გაიმართება

თბილისის კერძო სკოლა “ლამპარის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ია ჯღარკავამ მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად მინიაქცია-პროექტი “ჩვენს სირიელ თანატოლებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!“ დაგეგმა, რომელშიც ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებნენ.

-“ქართველი ბავშვები სირიაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ, თანაუგრძნობენ დაღუპული ბავშვების ახლობლებს და განიცდიან ომის წნეხის ქვეშ მყოფი თანატოლების ტკივილს. აქცია აპოლიტიკური და მშვიდობიანია. ის მიზნად სირიული საშინელების წინააღმდეგ სხვა სკოლების ჩართულობასაც ისახავს.

აქცია გაიმართება სამშაბათს, 24 აპრილს, 2 საათზე. ჭყონდიდლის N26-დან (სადაც სკოლა “ლამპარი“ მდებარეობს) მოეწყობა მოსწავლეთა მშვიდობიანი მსვლელობა კიკვიძის ბაღისკენ. შემოგვიერთდით!”-გვითხრა პედაგოგმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კიდევ გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.677 მილიარდ დოლარს გადაარჭაბა. (ეროვნულ ვალუტაში 16,425 მლრდ ლარი) მონაცემები 2020 ...