You are here
“გამოფხიზლდი, პროკურატურა! „უმოქმედობით და ადამიანების „დაკიდებით“ ფონს ვერავინ გავა!” მთავარი სამართალი 

“გამოფხიზლდი, პროკურატურა! „უმოქმედობით და ადამიანების „დაკიდებით“ ფონს ვერავინ გავა!”

სააგენტოს მამუკა ლომაშვილი დაუკავშირდა და მისი მიმართვის პროკურატურამდე მიმართვა გვთხოვა. საქმე იმაშია, რომ მან სხვა პირთან ერთად ჯერ კიდევ წინა წელში მიმართა პროკურატურას და პასუხი დღემდე არ მიუღია. მისივე თქმით უკვე მარტში საჩივარი გენერალურ პროკურატურაში შეიტანეს, თუმცა აქაც უშედეგო აღმოჩნდა  პასუხის მიღების ცდა.

-უკვე რამდენი თვეა ველოდებით პასუხს. როგორც გვაცნობეს, საქმე დაეწერა პროკურორ ცოტნე ცერცვაძეს, შემდეგ კი არანაირი რეაგირება არ ყოფილა, საქმე არც კი დაძრულა. მისივე თქმით ვადებიც დარღვეულია. ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ან მოკვლევა ჩვენი საჩივრის საფუძველზე.

ასე დაიგნორება მოქალაქეების განცხადების სანამდე უნდა გაგრძელდეს? ნუთუ ყველა ისეა დაკავებული საქმით, კითხვაზე პასუხის გასაცემად ვერ იცლიან? მერე უკვირთ, ხალხი გაბრაზებული რატომ არისო, მართლაც რომ გაბრაზებული და ნაწყენია საზოგადოება.

პირველი წერილი ქალაქის პროკურატურაში 15 დეკემბერს შევიტანეთ, მეორე თებერვალში და ახლა გენერალურს მივმართეთ, რადგანაც პროკურორი ცერცვაძე მგონი არც კი დაინტერესებულა ან მეტიც, არც უნახავს საჩივარი.

ვითხოვთ რეაგირებას, ასე უმოქმედობით და ადამიანების „დაკიდებით“ ფონს ვერავინ გავა! ახლა საჯაროდ მივმართავთ პროკურატურას და პირადად პროკურორ ცერცვაძეს-შემოსულია საჩივარი, რომელიც პირადად თქვენ გაწერიათ-იმოქმედეთ და კეთილი ინებეთ პასუხის გაცემის! გახსოვდეთ-ხალხს არც თუ ისე დიდი მოთმინება დაგვრჩა!“

Comments

comments

Related posts