Home » F-vews » “კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს…”

“კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს…”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე  ფერადკანიანი ადამიანების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება.

-ამ ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე საჯარო შემთხვევა, მათ შორის თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილის მიმართ წამოსული შეუფერებელი რიტორიკა სოცქსელში. რაც აუცილებელს ხდის რასიზმის თემის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა:

რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს, რადგან ამით ადამიანი ღვთის ქმნილებას, ღვთის ხატებას და მსგავსებას იძულებს და გმობს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რასიზმი არაა მხოლოდ თეთრებს მიერ შავების სიძულვილი, არანაკლებია შავების მიერ თეთრების დისკრიმინაციის რეალობა დედამიწაზე. უნდა ვიცოდეთ, ელემენტარული ბიოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის რასების ანთროპოლოგია განპირობებულია ბუნებრივი კლიმატური პირობებით და არ უკავშირდება არანაირად რაიმე საღვთისმეტყველო მიზეზებს. ყველა ადამიანი ღვთის შვილია განურჩევლად რასისა და ეთნოსისა.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...