Home » მთავარი » “შეწყალების დანიშნულების არცოდნა თუ ინერციით მუშაობა – მოვითხოვ სრულ შეფასებას”

“შეწყალების დანიშნულების არცოდნა თუ ინერციით მუშაობა – მოვითხოვ სრულ შეფასებას”

ამირან სალუქვაძე

როგორც ამ ვიდეოებიდან ჩანს, კითხულობენ, რასაც ვწერ-ხოლმე, რომ საშუალოდ დღეში 3-4 შეწყალება ხდება, ანუ კონვეირულად მუშაობენ.

ეს კარგია, მაგრამ მეტად მკაცრად უნდა შეფასდეს ე.წ. შეწყალების საქმიანობა ამ წლების განმავლობაში.

გუშინ ადმინიატრაციის უფროსი აღარ გვიყვიროდა, არაა ჩემი საქმე შეწყალების კომისიაზე საუბარიო.

ზოგმა თქვა მექანიზმები უნდა შეიცვალოსო. მექანიზმები და ფილტრები კი არა, მიდგომა უნდა შეიცვალოს, ინდივიდუალური უნდა გახდეს. სწორი გაგება უნდა იყოს, გავიგოთ სხვაობა ამნისტიასა და შეწყალებას შორის. წელიწადია ამაზე ვწერ.

ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, უფრო ვრცლად, როცა მოვიპოვებ სრულ სტატისტიკას.

მანამდე მოვითხოვ სრული შეფასება მიეცეს ამ საქმიანობას, რასთან გვქონდა საქმე, მიზანმიმართულ საქმიანობასთან, შეწყალების დანიშნულების არცოდნასთან, თუ ინერციით მუშაობასთან.

ყველა შემთხვევაში პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს და კომისიის თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდა მართებს. წევრებთან არ მაქვს პრეტენზია.

ეს ბოლო 3 სტატუსია. შარშანდელს ვერ ვპოულობ, უფრო ვრცელი იყო, თუმცა იგივე შინაარსის:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2131382863546506&id=100000244408994

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2129104147107711&id=100000244408994

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2105522399465886&id=100000244408994

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...