Home » მთავარი » “ერთად ვიცავთ დედამიწას!“ – N162-ე ბაგა-ბაღში კვირეული გრძელდება

“ერთად ვიცავთ დედამიწას!“ – N162-ე ბაგა-ბაღში კვირეული გრძელდება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. მორიგი ასეთი ღონისძიება ოქროყანაში მდებარე N162 ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების, ბუნებრივი კატასტროფების რისკების, ასევე, დედამიწაზე ზრუნვის აუცილებლობაზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად, ბაგა-ბაღის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ყვავილები და ნერგები დარგეს.

ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია გოგიბერიძე ესწრებოდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...