You are here
“საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება…” მთავარი პოლიტიკა 

“საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება…”

საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერევანში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ელჩის განმარტებით, ერევანში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

“სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. რევოლუციაზე საუბარი ნაადრევია. სომხეთის პრემიერმა დატოვა თანამდებობა და წავიდა კომპრომისზე. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა საქართველოში სომხეთის ელჩმა.

Comments

comments

Related posts