Home » მთავარი » მსოფლიო თასის მფლობელი ქართველი გახდა

მსოფლიო თასის მფლობელი ქართველი გახდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება (IBSA JUDO WORLD CUP) ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა – გიორგი გამჯაშვილმა(66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს. ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...