You are here
დედა ყოველ წუთს შორიდან ეფერება შვილს, შვილი კი ყოველ ღამე სიზმარში ხედავს დედას… მთავარი საზოგადოება 

დედა ყოველ წუთს შორიდან ეფერება შვილს, შვილი კი ყოველ ღამე სიზმარში ხედავს დედას…

დავით ცხვარაძე

საზღვრებმა დედა შვილთან დააშორა, ქალი, რომლის სახელს მისი სურვილისამებრ არ ვასახელებთ, ქუთაისში ცხოვრობს. მას ქმარი, დედამთილი და მაზლი ერთდროულად გარდაეცვალა, მათი სიცოცხლე ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მაზლმა შეიწირა, რომელიც დღემდე დაკავებულია, ახალგაზრდა ქალი წერს, რომ გასაჭირმა ოჯახი, შვილი დაატოვებინა და საზღვრებს გარედ გაიყვანა.

ემიგრანტი ქალბატონის  6 წლის გოგონა დღეს პირველად წავიდა სკოლაში. ის დედას არ მიუყვანია სასწავლებელში, დილით ლამაზად არ მოურთავს, თმები არ გაუკეთებია…დედის ფუნქცია მეზობელმა შეასრულა, რომელიც  საზღვარგარეთ წასულ ქალს გოგონას გაზრდაში ეხმარება და ამაში ყოველთვიურად 300 ლარს იღებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის სენსაციური ისტორია, ეს ჩვენს დღევანდელობაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია – დედობრივ სიყვარულს ეკონომიკურმა სიდუხჭირემ დაუწესა საზღვრები და ბარიერად აღიმართა, მხოლოდ ფიზიკურად, რადგან დედა ყოველ წუთს შორიდან ეფერება შვილს, შვილი კი ყოველ ღამე სიზმარში ხედავს დედას.

ერთ-ერთმა ასეთ მდგომარეობაში მყოფმა დედამ  სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელ:

-„მე ვარ დედა, სწორედ ის დედა, რომელმაც  ერთადერთი შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა, არ იყო შვილის გვერდით მაშინ, როდესაც მას დედის გვერდით დგომა ძალიან სჭირდებოდა.იმ შავბნელმა ღამემ ჩემი ოჯახი სრულიად შეცვალა…  ვნახე ჩემი შვილი ფოტოზე როგორ იყო გამოპრანჭული და ტირილი დავიწყე. ცრემლები წამომცვივდა,ტრაგედიიდან წლები გავიდა, მაგრამ ჩემს გულში ახლა ცეცხლი ანთია, არ მიხაროდა 15 სექტემბრის დადგომა,რადგან ჩემი შვილის გვერდით არ ვიყავი, ჩემი ნინი რომ არა, აქამდეც არ ვიქნებოდი ცოცხალი, აქ სწორედ ამის გამო წამოვედი, მირჩიეს და დავთანხმდი.  დავკარგე ჩემი ნახევარი გული, მაგრამ მაინც მიდგას პირში სული, ადამიანი ძაღლი ყოფილა. ვხედავ როგორ უვლიან ჩემს შვილს, რა ხდება ეს ჩემს თავს? ნეტავ  ჩემს მაზლს იმ დღესვე მეც მოვეკალი…

ვწერ დედა, რომელმაც შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა და შვილის პირველ სიხარულს ვერ მოესწრო, ადამიანი ძაღლი ყოფილა. მიკვირს პირში ლუკმა როგორ გადამდის, ჩემს შვილს, თქვენს შვილებს, მუდამ სიკეთე და წარმატებები, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

დედა, რომელიც პრობლემებს შვილის გამო გაექცა, სწორედ იმის გამო, რომ ჩემს შვილს განუკურნელი დაავადება სჭირს და ყოველდღიურად უამრავი მედიკამენტი სჭირდება. ეს მაშინებს, რომ ჩემი შვილის სიხარულს მე ვერ ვხედავ“ –  წერს სოციალურ ქსელში შვილზე მონატრებული დედა.

ლიდში მოყვანილი ფოტო რეალობას არ შეესაბამება.

Comments

comments

Related posts