Home » მთავარი » “დაბინძურებული ჰაერი ეს არის საერთო პრობლემა, რადგან ტოქსინები არ არჩევენ ადამიანებებს”

“დაბინძურებული ჰაერი ეს არის საერთო პრობლემა, რადგან ტოქსინები არ არჩევენ ადამიანებებს”

დღეს, როცა უკვე აქტიურად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების კონტროლზე მუშაობა, თბილისის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ კარგია, როცა პრობლემას თვალს არ ვუხუჭავთ და კი არ ვმალავთ, არამედ ვცდილობთ და ვმუშაობთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

-დაბინძურებული ჰაერი ეს არის საერთო პრობლემა, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები არ არჩევენ ადამიანებს არც პოლიტიკური შეხედულებით, არც ასაკით და არც სქესით. როდესაც კუსტბიდან ან ლისის ტბიდან გადმოხედავ ჩვენს დედაქალაქს, ხედავ როგორ აწევს დაბინძურებული ჰაერი ჩვენს ქალაქს და თბილისიდან გასვლისთანავე გრძნობ სულ სხვა ჰაერს. პრობლემა არსებობს და ყველაზე დიდი სიბეცეა შუბის დამალვა და პრობლემისთვის თვალის მოხუჭვა!

და ამ ყველაფრის გამომწვევია არა ერთი კონკრეტული მიზეზი, არამედ სხვადასხვა მიზეზებისგან შექმნილი კომპლექტი. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანების ჭარბი რაოდენობა, საწვავის ხარისხი, რადგან მთლიანად ვერ მოვიცავთ საწვავის ხარისხის კონტროლს და დამოკიდებულები ვართ იმპორტიორების დეკლარირებაზე, სამწუხაროდ მაღალი რჩება გოგირდის შემცველობა, რაც მრავალი დაავადების პირდაპირი მაპროვოცირებელია, ასევე წლების განმავლობაში ჰაერის დაბინძურებაზე გავლენას ახდენდა სხვადასხვა ქარხანა, საიდანაც ხდებოდა მძიმე მეტალების გამოფრქვევა…

რა უნდა გავაკეთოთ? კარგია ტექდათვალიერების ამოქმედება, 2019 წლიდან უფრო მაშტაბურად დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ მაინც არ არის ეს პანაცეა, ყველა ავტომობილი რომ სრულიად გამართული იყოს, მაინც არ არის ეს საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება წლებზე გაწერილ გეგმას. სწორედ სწორი ურბანული პოლიტიკაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ამოცანა.

ჰაერის დაბინძურება საკმაოდ დიდი პრობლემაა და უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა სპეციალისტების მუშაობის შედეგად.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...