Home » მთავარი » “შიშისაგან დაუძლურებული საზოგადოება ისე ირყევა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა!”

“შიშისაგან დაუძლურებული საზოგადოება ისე ირყევა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა!”

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე საზოგადოებაში კანონის მიღების შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა:

-საზოგადოების უმრავლესობა მრავალი წელია ითხოვდა ხელისუფლებისგან კანონის მიღებას “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”. მე როგორც საზოგადოებიდან წამოსული დაკვეთების უანგარო შემსრულებელმა, დავწერე კანონპროექტი, რომელიც ბ–ნმა ემზარმა პარლამენტში წარადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას ლიბერალური სამყარო დაუპირისპირდა, მაგრამ გასაკვირია წინააღმდეგობა საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, ვინც ამ კანონის მიღებას ითხოვდა და კანონის არქონის გამო ხელისუფლებას ამუნათებდა! რა გაეწყობა, შიშისაგან დაუძლურებული საზოგადოება ისე ირყევა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა!”

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...